რა არის ორალური კანდიდოზი?
ეს არის მდგომარეობა, როდესაც სოკოვანი მიკროორგანიზმი (სახელწოდებით კანდიდა) პირის ღრუში ვრცელდება და გროვდება. კანდიდა პირის ღრუში ისედაც ბინადრობს, თუმცა ზოგჯერ მიკროორგანიზმის რაოდენობა ჭარბად იზრდება და შემაწუხებელი სიმპტომები ვლინდება.
დაავადების ნიშნებია:
- კრემის მსგავსი თეთრი ლაქები ენაზე, ლოყის შიგნით. ზოგჯერ ჩნდება სასაზე, ღრძილებსა და ნუშისებრ ჯირკვლებზე;
- ოდნავ ამობურცული, ამოწეული ხაჭოსებრი ლაქები;
- სიწითლე, წვის შეგრძნება და იმდენად მწვავე ტკივილი, რომ ადამიანს უჭირს ჭამა ან ყლაპვა;
- ქავილის შემთხვევაში მცირე სისხლდენა;
- პირის ღრუს კუთხეები შეწითლებულია;
- ბამბის შეგრძნება პირის ღრუში;
- გემოს დაკარგვა.
პრევენციისთვის რეკომენდებულია:
- ისარგებლეთ პირის ღრუს სავლებით;
- კბილები გაიხეხეთ დღეში ორჯერ;
- რეგულარულად მიმართეთ სტომატოლოგს. სტომატოლოგიურ კლინიკაში მხოლოდ კბილის ტკივილის დროს ნუ მიხვალთ;
- ექიმმა პირის ღრუს მდგომარეობა რეგულარულად უნდა შეამოწმოს თუ გაქვთ დიაბეტი ან სარგებლობთ პროთეზით;
- რაციონში მაქსიმალურად შეზღუდეთ შაქრის შემცველი საკვები და სასმელი;
- ვაგინალური სოკოვანი ინფექციის შემთხვევაში დროულად უნდა იმკურნალოთ;
- უნდა მოერიდოთ პირის ღრუს სიმშრალეს და თუ ეს დისკომფორტი გაწუხებთ აუცილებლად იმკურნალეთ.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/oral-thrush/symptoms-causes/syc-
20353533