რა არის ირიტი?
ირიტი გუგის გარშემო მდებარე ფერადი გარსის გაღიზიანება (ანთება) და შეშუპებაა.
ბევრ კლინიკურ შემთხვევაში დაავადების ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია.
დროული მკურნალობა აუცილებელია, რადგან არანამკურნალებელ შემთხვევაში ანთებითი პროცესის გამო შესაძლოა ჩამოყალიბდეს გლაუკომა ან ადამიანმა დაკარგოს მხედველობა.
სიმპტომები
დაავადება შესაძლოა გაჩნდეს ერთ თვალზე ან ორივეზე.
თუ ირიტი სრულიად მოულოდნელად, უეცრად განვითარდა სახეზეა მწვავე ფორმა. თუ სიმპტომები დროთა განმავლობაში ჩნდება ან 3 თვეზე მეტხანს გრძელდება ამ შემთხვევაში ირიტი ქრონიკულია.
დაავადების სიმპტომებია:
- თვალის სიწითლე;
- დაზიანებულ თვალში დისკომფორტი ან ტკივილი;
- მომატებული მგრძნობელობა სინათლეზე;
- მხედველობის დაქვეითება.
გამომწვევი მიზეზი
როგორც უკვე მოგახსენეთ, კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში გამომწვევი მიზეზი უცნობია.
შესაძლო გამომწვევი მიზეზებია:
- ტრავმა თვალის არეში;
- ინფექციები;
- გენეტიკა;
- ბეჰჩეტის დაავადება;
- იუვენილური რევმატოიდული ართრიტი;
- სარკოიდოზი;
- ზოგიერთი მედიკამენტი.
გართულებული კლინიკური შემთხვევები
არანამკურნალებელ კლინიკურ შემთხვევებში ირიტი შესაძლოა სერიოზულ პათოლოგიებში გადაიზარდოს.
თუ ირიტს არ უმკურნალებთ იზრდება შემდეგი დაავადებების განვითარების რისკი:
- კატარაქტა;
- თვალის გუგის არარეგულარული ფორმა;
- გლაუკომა;
- რქოვანაზე კალციუმის ნარჩენები;
- ბადურის შეშუპება.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/iritis/symptoms-causes/syc-
20354961