ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრის პარტნიორია Terme Di Sirmione

ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრის პარტნიორია Terme Di Sirmione

ჩვენი ორგანიზაციის პარტნიორთა სია ყოველდღიურად იზრდება.

ამჯერად სასიამოვნო სიახლე გვაქვს თერმულ კურორტზე დასვენების მოყვარულთათვის.

ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრის პარტნიორი გახდა იტალიურ კურორტ Terme Di Sirmione-ზე მდებარე რამდენიმე მაღალი დონის სასტუმრო. Terme Di Sirmione ლომბარდიის რეგიონის გამორჩეული კურორტია, რომელიც მსოფლიოში ცნობილია გამაჯანსაღებელი თერმული წყლებით.

გარდის ტბის სანაპიროზე გაშენებული კურორტი ნამდვილი სამოთხეა დედამიწაზე, რომელიც ნებისმიერი გემოვნების ვიზიტორის გულს ადვილად იპყრობს და დაუვიწყარი დასვენებით ასაჩუქრებს.

გარემოში შეგიძლიათ დაისვენოთ, იმკურნალოთ, იზრუნოთ სილამაზესა და ჯანმრთელობაზე.

ხელშეკრულების ფარგლებში შესაძლებლობა გეძლევათ, შეიძინოთ ტურ-პაკეტი მნიშვნელოვანი ფასდაკლებით 5-ვარსკვლავიან (Grand Hotel Terme), 4-ვარსკვლავიან (Hotel Sirmione, Promessi Sposi, Hotel Acquaviva del Garda) და 3-ვარსკვლავიან (Hotel Fonte Boiola) სასტუმროებში.

ყველა სასტუმროშია თერმული სპა ცენტრები, საცურაო აუზები, მასაჟისთვის განკუთვნილი სივრცე, საუნა, ესთეტიკური მედიცინის განყოფილება, სკვერი და სავარჯიშო მოედნები.

თქვენი ჯანმრთელობისთვის კერძების შედგენაში მონაწილეობენ ცნობილი და გამოცდილი დიეტოლოგები.