„აჯიბადემის“ ლაბორატორია - Acibadem Labmed Laboratory

„აჯიბადემის“ ლაბორატორია - Acibadem Labmed Laboratory

აჯიბადემის ჯანდაცვის ჯგუფი ცნობილი კლინიკათა ქსელია.

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ჯანდაცვის ქსელი აერთიანებს მრავალპროფილურ კლინიკებს, ამბულატორიულ ცენტრებს, ლაბორატორიებს - „აჯიბადემში“ მკურნალობენ პაციენტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

აჯიბადემის ლაბორატორია Acibadem Labmed Laboratory პაციენტებს სთავაზობს ყველა სახის ლაბორატორიულ კვლევას - დიაგნოსტირება მიმდინარეობს ულტრათანამედროვე კლინიკურ ლაბორატორიაში.

სამედიცინო მომსახურების სისტემის ფარგლებში, Acibadem Labmed-ში დანერგილია კვლევის ფართო სპექტრი (ღეროვანი უჯრედები, სისხლის დაავადებები, გენეტიკა, სხვადასხვა პათოლოგია და სხვა).

თითოეული ტესტის ანალიზი ტარდება აჯიბადემის ჯანდაცვის ჯგუფის ლაბორატორია Acibadem Labmed-ში.

აღსანიშნავია, რომ აჯიბადემის კლინიკური ლაბორატორია ფლობს მსოფლიო ჯანდაცვის სფეროში არსებულ ისეთ პრესტიჟულ აკრედიტაციებს როგორიცაა ISO 15189 და TS EN ISO 15189 სტანდარტი. ISO 15189  წარმოადგენს სტანდარტს, რომელიც ფუნდამენტურად დაფუძნებულია როგორც ISO/IEC 17025, ისე ISO 9001 სტანდარტებზე. ლაბორატორიას აკრედიტაცია მიენიჭა კვლევისას უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვის, სამედიცინო პერსონალის მიერ პაციენტებზე ზრუნვისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდების, მაღალი სტანდარტის გამო.

საერთაშორისო სტანდარტის ლაბორატორიაში ზედმიწევნით ითვალისწინებენ პაციენტთა და პაციენტის ახლობელთა მოთხოვნას თუ სურვილს, ორგანიზაცია ფეხდაფეხ მიჰყვება თანამედროვე მედიცინის გამოწვევებს.

კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში მიმდინარეობს დოკუმენტაციის შედგენის, ანალიზის ჩაბარებისა თუ კვლევის პროცესი.

საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით, აჯიბადემის ლაბორატორიაში მიიღებთ უტყუარ, სანდო და ზუსტ კვლევის პასუხს.

ლაბორატორიული პროცედურების სანდოობისა და სიზუსტისთვის, აჯიბადემის ლაბორატორიაში დანერგილია აპარატურის კონტროლის ხარისხი, დანადგარების კალიბრაციის თანამედროვე პროგრამა, შიდალაბორატორიული შედარების პროგრამა.

ლაბორატორიის ტერიტორიაზე რეგულარულად მოწმდება დანადგარების ხარისხი!

ხელმძღვანელობის მხრიდან მხარდაჭერას გრძნობენ არა მხოლოდ Acibadem Labmed-ის მეცნიერები, არამედ ორგანიზაცია წინსვლაში ეხმარება სამეცნიერო დარგში მოღვაწე სხვა უნივერსიტეტისა და ინსტიტუტის წარმომადგენლებს.

Acibadem Labmed Laboratory-ს მიზანია მსოფლიოში უფრო მეტად განვითარდეს კვლევის მეთოდები.

ჩვენი კომპანიის საშუალებით, მიიღეთ სპეციალური ფასდაკლებები!

დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:

 Tel: (+995) 595380038;

 WhatsApp: (+995) 595380038;

 Viber: (+995) 595380038;

Telegram: (+995) 595380038;

 Skype: (+995) 595380038;

 Facebook: Health Tourism Int. Center

 Mail: hticenter18@gmail.com

შეთავაზებები

სიახლეები

ტეგები: