ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრის პარტნიორია „აჯიბადემის“ ლაბორატორია

ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრის პარტნიორია „აჯიბადემის“ ლაბორატორია

ჩვენი ორგანიზაციის წევრი გახდა „აჯიბადემის“ ლაბორატორია.

აჯიბადემის ლაბორატორია Acibadem Labmed Laboratory, რომელიც ფლობს მსოფლიო ჯანდაცვის სფეროში არსებულ პრესტიჟულ აკრედიტაციებს, პაციენტებს სთავაზობს ყველა სახის ლაბორატორიულ კვლევას ულტრათანამედროვე კლინიკურ ლაბორატორიაში - საერთო ჯამში ხელმისაწვდომია 40 000-მდე ტიპის კვლევა.

ლაბორატორიის ტერიტორიაზე რეგულარულად მოწმდება დანადგარების ხარისხი - ორგანიზაცია ფეხდაფეხ მიჰყვება თანამედროვე მედიცინის გამოწვევებს.

აღსანიშნავია, რომ ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრი აჯიბადემის ლაბორატორიის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, შესაბამისად, მსოფლიო დონის ლაბორატორიული კვლევები, რომელსაც აჯიბადემი სთავაზობს პაციენტებს, დღეიდან უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება.

„ჩვენი ორგანიზაციის დახმარებით, საქართველოს არაერთმა მოქალაქემ ისარგებლა მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებით როგორც საკუთარ სამშობლოში, ისე საზღვარგარეთ. მოგეხსენებათ, აჯიბადემის ჯანდაცვის ჯგუფი ერთ-ერთი წამყვანი ინსტიტუტია არა მხოლოდ თურქეთში, არამედ საზღვარგარეთ მსოფლიოს წამყვან კლინიკებს შორის მოწინავე ადგილზეა. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ჯანდაცვის ქსელი აერთიანებს მრავალპროფილურ კლინიკებს, ამბულატორიულ ცენტრებს, ლაბორატორიებს. აჯიბადემის ლაბორატორიაში მიიღებთ უტყუარ, სანდო და ზუსტი კვლევის პასუხს. გთავაზობთ ხარისხიან მომსახურებას, კომფორტულ გარემოსა და მისაღებ ფასს. აღნიშნულ ლაბორატორიას შეგვიძლია ვუწოდოთ ერთგვარი პლატფორმა თურქ და ქართველ ექიმებს შორის მედიცინის გლობალური განვითარების მიზნით“, - განაცხადეს ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრის და Acibadem Labmed Laboratory-ს საქართველოს ფილიალის დამფუძნებლებმა ეკატერინე ნეფარიძემ და ვასილ გერგედავამ ჩვენთან ინტერვიუში.