რეგიონალური ჰოსპიტალი „სამედიცინო კორპორაცია ევექსში“ შემავალი ჰოსპიტალია, რომელიც ქვეყნის და რეგიონის მოსახლეობას სთავაზობს უახლეს სამედიცინო კვლევებზე და მტკიცებულებაზე დაფუძნებულ მაღალტექნოლოგიურ, ინოვაციურ, სადიაგნოსტიკო და სამკურნალო მეთოდოლოგიებს. აქ ხორციელდება რთული სამედიცინო ინტერვენციები გეგმიურ და გადაუდებელ რეჟიმში; არის JCI საერთაშირისო სტანდარტების შესაბამისად აშენებული, რაც პაციენტებისთვის ქმნის კომფორტულ და უსაფრთხო გარემოს, არის მაღალი დონის ამბულატორია და დიაგნოსტიკა. სამედიცინო კორპორაცია ევექსი" ფართო ჰოსპიტალური ქსელია, რომელიც დღეისათვის საქართველოს 6 რეგიონში 78 კლინიკით არის წარმოდგენილი.
2013 წელს მმართველი გუნდისა და ბიზნეს სტრატეგიის ცვლილებასთან ერთად განხორციელდა “ჩემი ოჯახის კლინიკის” დასახელების ცვლილება და კომპანიას “სამედიცინო კორპორაცია ევექსი” ეწოდა. ეს კი განაპირობა მმართველი გუნდისა და ბიზნეს სტრატეგიის ცვლილებამ, რაც გულისხმობს ჰოსპიტალურ ქსელში საერთაშორისო სამედიცინო სტანდარტებთან (JCI) მიახლოებული, პაციენტზე მორგებული სამედიცინო მომსახურების დანერგვას. სტანდარტიზაციის შედეგად საქართველოს სამედიცინო სექტორში მნიშვნელოვანი გარდატეხა განხორციელდება და თითოეული რეგიონის მოსახლეობას საშუალება ექნება მიიღოს ქსელში შემავალ კლინიკებში მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება.
კორპორაციის მთავარი უპირატესობებია:
- სამედიცინო სფეროს განვითარების ხელშეწყობა;
- პაციენტსა და მის უსაფრთხოებაზე ორიენტაცია;
- სამედიცინო მომსახურების ტერიტორიული ხელმისაწვდომობის გაზრდა;
- მტკიცებულებაზე დამყარებული სრული სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა ნებისმიერი სოციალური სტატუსის მქონე პირისთვის;
- მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვა;
- მაღალტექნოლოგიური ინოვაციური სამედიცინო სერვისების დანერგვა;
- სამედიცინო პერსონალის განათლებასა და კვალიფიკაციაზე მუდმივი ზრუნვა;
- ექსკლუზიური თანამშრომლობა საერთაშორისო პროფესიულ ასოციაციებსა და ორგანიზაციებთან.
ჩვენი კომპანიის საშუალებით, მიიღეთ სპეციალური ფასდაკლებები!
დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:
Tel: (+995) 595380038;
WhatsApp: (+995) 595380038;
Viber: (+995) 595380038;
Telegram: (+995) 595380038;
Skype: (+995) 595380038;
Facebook: Health Tourism Int. Center
Mail: hticenter18@gmail.com