ჭარბი წონა დღეს ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა მთელ მსოფლიოში. მართალია უამრავი გასახდომი საშუალება არსებობს, მაგრამ მოსახლეობის დიდი ნაწილი ამ პრობლემას მაინც უჩივის. დღეს წონის კლების ერთ-ერთ ეფექტურ საშუალებას ქირურგიული ჩარევა წარმოადგენს. სლივგასტრექტომია არის ბარიატრიული (ლაპარასკოპიული, „უსისხლო“) ქირურგიის სახეობა, რომლის დროს ხდება კუჭის ძირითადი ნაწილის (85%) ამოკვეთა - ვერტიკალური რეზექცია. ოპერაციის შედეგად, კუჭის დარჩენილი ნაწილი გავს ვიწრო მილს, რომელიც არ იჭიმება, მცირდება შიმშილის ჰორმონის გამომუშავება, რის გამოც პაციენტი ნაკლებად განიცდის შიმშილს და კმაყოფილდება მცირე რაოდენობის საკვების მიღებით.
ადგილმდებარეობა - საქართველო, თბილისი
ფასი - 12 000 ლარი
კლინიკა - რეგიონალური ჰოსპიტალი
თქვენ ხართ სლივ-გასტრექტომიის კანდიდატი, თუ:
· თქვენი BMI (body mass index) აღემატება 40-ს.
· თქვენი BMI მერყეობს 35-ს და 40-ს შორის და გაწუხებთ ჭარბ წონასთან დაკავშირებული სიმპტომები, როგორიც არის: ჰიპერტენზია ან სხვა გულ-სისლძარღვთა დაავადებები, ინსულტი, ძილის აპნოე, შაქრიანი დიაბეტი (ტიპი 2), ღვიძლის გაცხიმოვნება, გასტროეზოფაგური რეფლუქსი, ოსტეოართრიტი.
· თქვენი ასაკი არის 18-65 წელი.
· თქვენ სცადეთ წონის დაკლება არაქირურგიული მეთოდებით, მაგრამ წარუმატებლად.
· თქვენ არ გაწუხებთ ემოციური ან ფსიქიკური დარღვევები.
· თქვენ არ ხართ დამოკიდებული ალკოჰოლსა ან ნარკოტიკებზე.
მომსახურება მოიცავს:
· ექიმის კონსულტაცია.
· წინასაოპერაციო კვლევები.
· 5 დღიანი ჰოსპიტალიზაცია.
· ანესთეზია.
· ლაპარასკოპიული სლივგასტრექტომია.
· კლინიკაში კვება და თეთრეული.
· ყველა საჭირო მედიკამენტი ჰოსპიტალიზაციის განმავლობაში.
· ექიმის პოსტოპერაციული კონსულტაცია და ყველა საჭირო გამოკვლევა.
· რეაბილიტაციის პერიოდი 5-7დღე.
რატომ ჩვენ:
· ექსპერტი, ბარიატრიული ქირურგი - ლექსო ლაგვილვა.
· პოსტოპერაციული გართულებების მინიმალური რისკი.
· ულტრათანამედროვე კლინიკა, უახლესი სამედიცინო აპარატურა.
· ხანმოკლე მოლოდინის პერიოდი.
· ხელმისაწვდომი ფასი
· საქართველოს მოქალაქეებისთვის მოქმედებს სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამა.