უკრაინაში, ლვოვის ოლქში მდებარე სოფელ მოდრიჩში მდებარეობს რეაბილიტაციის ცენტრი Modrychi.
იგი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე სარეაბილიტაციო ცენტრს უკრაინაში, სადაც დანერგილია ევროპული დონის მომსახურება. კლინიკაში დასაქმებულნი არიან მედიკოსები, რომელთაც განათლება მიღებული აქვთ მსოფლიოს პრესტიჟულ სამედიცინო უნივერსიტეტებში.
Modrychi ემსახურება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პაციენტებს, ასევე მას, ვინც გარკვეული ტიპის ტრავმა მიიღო და რეაბილიტაციას საჭიროებს.
ცენტრში ფუნქციონირებს საცურაო აუზი ლიფტით. თითოეული ოთახი აღჭურვილია სპეციალიზირებული, ადაპტირებული სააბაზანოთი. იმისთვის, რომ პაციენტმა თავი კლინიკაში არ იგრძნოს, სასტუმროს მსგავსად, ოთახებში არის კომფორტული ავეჯი, საკაბელო ტელევიზია, მაცივარი, Wi Fi.
ცენტრის ხელმძღვანელების განმარტებით, რეაბილიტაციის პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჯანსაღი კვების რაციონია და სწორედ ამიტომ კერძების მომზადებისას შეფ-მზარეულები ენდოკრინოლოგთა რეკომენდაციას ითვალისწინებენ.
ცენტრში მდებარეობს ულტრაბგერითი კვლევის კაბინეტი, სადაც ორგანიზმის სხვადასხვა სისტემის დიაგნოსტირებაა შესაძლებელი. ცენტრში ასევე ტარდება კლინიკურ ლაბორატორიული კვლევები.
ტერიტორიას 24 საათის განმავლობაში იცავს დაცვის სამსახური.
პაციენტები სარგებლობენ ფიზიოთერაპიით, სამკურნალო ფიზკულტურითა და მასაჟით, აკვა-აერობიკით, მსუბუქი სპორტული აქტივობით და სხვა.
ჩვენი კომპანიის საშუალებით, მიიღეთ სპეციალური ფასდაკლებები!
დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:
Tel: (+995) 595380038;
WhatsApp: (+995) 595380038;
Viber: (+995) 595380038;
Telegram: (+995) 595380038;
Skype: (+995) 595380038;
Facebook: Health Tourism Int. Center
Mail: hticenter18@gmail.com