შვედური მასაჟი - ეს არის მძლავრი ფსიქოთერაპიული საშუალება, რომელიც იწვევს სრულ რელაქსაციას. კლასიკური შვედური მასაჟის ტრადიცია, რომელიც 1812 წლისთვის ჩამოყალიბდა, დასავლური მასაჟის ტექნიკების უმეტესობათა საფუძველს წარმოადგენს. მასაჟის შვედური სისტემა უფრო ინტენსიურია და ეყრდნობა ხუთ ძირითად მოძრაობას: ხელის გადასმას, დაზელას, დაწოლას, ვიბრაციას და დაკაკუნებას. შვედური სისტემის მიხედვით მასაჟის დროის 60-70% ეთმობა დაზელას. სეანსის დროს საპოხ საშუალებად გამოიყენება ნუშის ზეთი. შვედური მასაჟი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ხსნის კუნთების დაჭიმვას, ასუსტებს ტკივილს და მუხტავს სხეულს ენერგიით. ეს არის მასაჟის თერაპიის ყველაზე ცნობილი სახეობა. სწორედ მას წარმოვიდგენთ ხოლმე, როდესაც გვესმის სიტყვა „მასაჟი“. შვედური მეთოდიკის მთავარი მიზანია მთელი ორგანიზმის სრული მოდუნება. პროცედურის დაწყებამდე და მისი ჩატარების პროცესში რეკომენდებულია კონსულტაცია გაიაროთ თქვენს თერაპევტთან, რათა სეანსი აკმაყოფილებდეს თქვენს ინდივიდუალურ მოთხოვნილებებს.