მცენარეული საუნა

მცენარეული საუნა

მცენარეული საუნა ეს არის კომბინირებული არომათერაპია, რომელსაც მრავალი სამკურნალო თვისება გააჩნია. არომატული სურნელებისა და ეთერზეთების შერჩევით სასურველი შედეგი აქ მოკლე დროში მიიღწევა; მცენარეული საუნის პირველადი ეფექტი სასიცოცხლო ძალების აღდგენაა.

არომატული სურნელებისა და ეთერზეთების შერჩევით, არომათერაპიულ საუნას სხვადასხვა დაავადებების საპროფილაქტიკოდ და სამკურნალოდაც იყენებენ. განსაკუთრებით ეფექტურია სასუნთქი გზების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის.

მცენარეული საუნა ხელს უწყობს:

  • სასუნთქი ორგანოების სრულყოფილ ფუნქციონირებას;
  • გააჩნია დამამშვიდებელი, ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი;
  • აუმჯობესებს ორგანიზმისთვის ჟანგბადის მიწოდებას;
  • კანს მბზინვარეს და ელასტიურს ხდის;
  • ხელს უწყობს ნერვული და ენდოკრინული სისტემის რეგენერაციას;
  • აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას;
  • ამცირებს ცელულიტს;
  • ახდენს წონის კორექციას;
  • აძლიერებს იმუნიტეტს;

ტენიანობა 55-60%; ტემპერატურა – 45-60℃; დრო – 10-25 წთ.