ჰემატოლოგია

ჰემატოლოგია

ჰემატოლოგია მეცნიერებაა, რომელიც შეისწავლის სისხლს, სისხლმბად სისტემას, მათ აგებულებას, ფუნქციებს, დაავადებებსა და მკურნალობის მეთოდებს, აგრეთვე სისხლის წარმოქმნის პროცესებს და მათ ცვლილებებს ორგანიზმის პათოლოგიური მდგომარეობის დროს. ამ პროცესებზე ენდო და ეგზოგენური ფაქტორების გავლენას, მორფოლოგიასა და უჯრედშიდა პროცესებს, პლაზმის თვისებებს, სისხლის სისტემურ ეტიოლოგიას, პათოგენეზს, კლინიკასა და მკურნალობას.

ჰემატოლოგია, როგორც მეცნიერება, ჩაისახა XVII ს-ში, რაც დაკავშირებულია სხვა და სხვა მეცნიერების  მიერ სისხლის უჯრედების აღმოჩენასთან. ჰემატოლოგიური დაავადებების შედარებით სრულყოფილი აღწერა XIX ს-ის 30-იანი წლებიდან დაიწყო.