ქირურგიული მიმართულებები უზრუნველყოფენ თანდაყოლილი ან შეძენილი პათოლოგიების ფართო სპერქტრის მქონე ნებისმიერი ასაკის პაციენტების ზოგად ან სპეციალიზირებულ ქირურგიულ მკურნალობას. ქირურგიაში იყენებენ, როგორც პირობით ჩვეულებრივ (ღია) მიდგომას, ასევე მინი ინვაზიურ მეთოდებს (ლაპარასკოპია, თორაკოსკოპია, ენდოვასკულური მკურნალობა და სხვა). ქირურგია უზრუნველყოფს პაციენტების სამედიცინო დახმარებას კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი სიმსევნეების დროსაც (პირველადი სიმსივნე, მისი რეციდივი ან მეტასტაზები).
ქირურგიული მიმართულებებია:
- ზოგადი ქირურგია, ქირურგიული ონკოლოგია;
- ძუძუს ქირურგია;
- კარდიოქირურგია (გულის ქირურგია);
- თორაკალური (გულმკერდის ღრუს ორგანოების) ქირურგია;
- ოფთალმოლოგია;
- ტრავმატოლოგია და ორთოპედიული ქირურგია;
- ბავშვთა ქირურგია;
- პლასტიკური ქირურგია;
- ნეიროქირურგია;
- უროლოგიური ქირურგია;
- გინეკოლოგიური ქირურგია/მეანობა;
- სისხლძარღვთა ქირურგია და ენდოვასკულარული მკურნალობა;
- ტრანსპლანტაციური ქირურგია;
ოპერაციის განმავლობაში პაციენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, აუცილებელია ყველა სამკურნალო პრეპარატის ცოდნა რომელსაც ის იღებს. შესაძლებელია საჭირო იყოს სამკურნალო პრეპარატების დოზის შეცვლა ან მათი მიღების შეწყვეთა გარკვეული დროით ოპერაციის წინა პერიოდში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პაციენტმა ზუსტად დაიცვას წინასაოპერაციო შეხვედრის დროს ანესთეზიოლოგის ან ქირურგის მიერ მიცემული მითითებები. ამ პირობების არ დაცვამ შესაძლოა გამოიწვიოს ოპერაციის დაყოვნება ან გადატანა. ოპერაციის დღეს, კლინიკაში მისული პაციენტი გამოკითხული იქნება უკანასკნელ პერიოდში მიღებული სამკურნალო პრეპარატების შესახებ და მათი ბოლო მიღების დროზე. ეს მნიშვნელოვანია, რათა აცილებულ იქნას არასასურველი ურთიერთქმედება საანესთეზიო ან სხვა პრეპარატებთან, რომლებიც მიცემულ იქნება ოპერაციის განმავლობაში.
საუკეთესო შედეგის მისაღწევად პაციენტი ასევე უნდა მიყვეს წინასაოპერაციო შეხვედრისას მკურნალი ქირურგის მიერ მიცემულ რჩევებს მყარი საკვებისა და სითხეების მიღების შესახებ. შესაძლებელია საჭირო გახდეს პაციენტისთვის ინდივიდუალური სპეციფიური რეკომენდაციების მიცემა, მაგალითად, თუ დაგეგმილია ბარიატრიული ოპერაცია, ან პაციენტი ორსულად არის, ან აღენიშნება სიმსუქნე, გასტროპარეზი (კუჭინ დაგვიანებული დაცლა), რეფლუქსი. მიღებული რჩევების არ დაცვამ შესაძლოა გამოიწვიოს ოპერაციის დაგვიანება ან გადადება.
ოპერაციის წინ ანესთეზიოლოგი გაესაუბრება პაციენტს გაუტკივარების არსებულ მეთოდებზე და თუ რომელი მეთოდი იქნება გამოყენებული მის შემთხვევაში. ანესთეზიის მეთოდის შერჩევა დამოკიდებულია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ოპერაციის ტიპსა და ინდივიდუალურ სურვილზე. ანესთეზიოლოგი და მკურნალი ქირურგი თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალურად არჩევს ანესთეზიის ოპტიმალურ მეთოდს.