ტრანსპლანტოლოგია არის მედიცინის დარგი რომელიც უზრუნველყოფს ქსოვილების და ორგანოების ტრანსპლანტაციას დონორისგან (ადამიანი, რომლის ორგანიზმიდან ხდება ქსოვილის/ორგანოს ამოღება) რეციპიენტში (ადამიანი, რომლის ორგანიზმში ხდება ქსოვილის/ორგანოს ჩანერგვა). ტრანსპანტაცია - ეს არის ოპერაცია რომლის დროს ხდება რეციპიენტის ორგანიზმში არარსებული ან შეუქცევადად დაზიანებული ქსოვილების/ორგანოების (რომლებსაც დაკარგული აქვთ საკუთარი ფუნქციის შესრულების შესაძლებლობა) იმპლანტაცია და ჩანაცვლება დონორისგან მიღებული დაუზიანებელი, ჯანსაღი და ფიზიოლოგიურად სწორად მოფუნქციონირე ქსოვილებისა ან ორგანოებით.
ტრანსპლანტაციის სახეები:
- აუტოტრანსპლანტაცია: დონორი და რეციპიენტი არის ერთი და იგივე ადამიანი. მაგალითად, კანის გადანერგვა ძლიერი დამწვრობისას ან ძვლის ტვინსი გადანერგვა ანტი-სიმსივნური ქიმიოთერაპიის შმდეგ.
- იზოტრანსპლანტაცია: დონორი და რეციპიენტი არიან იდენტური ტყუფები, რაც ნიშნავს რომ ისინი არიან გენეტიკურად და იმუნოლოგიურად იდენტურები.
- ალოტრანსპლანტაცია: დონორი და რეციპიენტი არიან გენეტიკურად და იმუნურად არაიდენტური ადამიანები. ეს არის ყველაზე ხშირად გამოყენებადი ტრანსპლანტაციის სახე.
- ქსენოტრანსპლანტაცია: დონორი არიდ სხვა ბიოლოგიური სახეობის წარმომადგენელი (ცხოველი)
შესაძლებელია შემდეგი ქსოვილების/ორგანოების ტრანსპლანტაცია:
- თირკმელი
- ღვიძლი
- გული
- პანკრეასი
- ძვლის ტვინი
- კანი
- ფილტვი
- რქოვანა
წინასაოპერაციოდ დეტალურად იკვლევენ და ადარებენ დონორის და რეციპიენტის იმუნურ სისტემას, რათა დაადგინონ მათი შეთავსებადობა და შეამცირონ შესაძლო პოსტოპერაციული გართულებების განვითარების რისკი.
თითოეული რეციპიენტისთვის გენეტიკურად მაქსიმალურად ახლო დონორის შერჩევისას მიღებული ზომების მიუხედავად, შეუძლებელია გენოტიპის სრული იდენტობის მიღწევა, რის გამოც ყოველთვის არსებობს ტრანსპლანტატოს განდევნის რეაქციის განვითარების რისკი. ეს რეაქცია არის გადანერგილი ქსოვილის ანთებითი დაზიანება, რომელიც გამოწვეულის რეციპიენტის იმუნური სისტემის პასუხით ტრანსპლანტატში არსებული დონორის ანტიგენებზე. გადანერგილი ქსოვილის განდევნის რისკის შესამცირებლად რეციპიენტი უნდა მიიღოს იმუნოდეპრესანტები. ეს სამედიცინო პრეპარატები თრგუნავენ იმუნურ სისტემას, ამიტომ აუცილებელია გათვალისწინებული იყოს პოსტოპერაციული ინფექციების განვიტარების მომატებული რისკის გათვალისწინება.
მიღებული ტრანსპლანტატი არის საჩუქარი, რომელიც ოპერაციის შემდეგ მოითხოვს დიდ სიფრთხილეს და მთელი ცხოვრების განმავლობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევრობას, რათა გადანერგილმა ორგანო/ქსოვილმა მაქსიმალური დროის განმავლობაში შეინარჩუნოს საკუთარი ფიზიოლოგიური ფუნქცია. გამოჯანმრთელებისა და კარგი თვითშეგრძნების მიზნით ტრანსპლანტაციის შემდეგ საჭიროა ჯანსაღი კვება და ფიზიკური აქტივობა, რადგან ეს ხელს უწყობს ჯანმრთელი წონის და ძლიერი ძვლების შენარჩუნებას, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, შაქრიანი დიაბეტის და მაღალი არტერიული წნევის განვითარების რისკის შემცირებას. თითოეული პაციენტისთვის ექიმი ინდივიდუალურად ადგენს პოსტ-ტრანსპლანტაციურ დიეტად და ფიზიკური აქტივობის რეჟიმს.
რეპროდუქტიული ასაკის ქალები, რომლებიც მიიღეს ტრანსპლანტატი, უნდა გაითვალისწინონ რომ პოსტოპერაციულად გარკვეული დროის განმავლობაში არ უნდა დაგეგმონ ორსულობა. როგორც წესი ეს დრო შეადგენს 6-12 თვე ორგანოს გადანერგვის შემდეგ. დაორსულების წინ ექიმი და პაციენტი განიხილავენ იმ იმუნოდეპრესანტებს, რომლების მიღებას ორსული ქალი უნდა აარიდოს თავი ნაყოფის შესაძლო დაზიანების რისკის არსებობის გამო. ბევრი რეციპიენტ ქალში წარმატებით დგება ორსულობა.
ტრანსპლანტაციის შემდეგ სპეციალისტების გუნდი აუხსნის პაციენტს თუ რა წამლები უნდა იქნას მიღებული პოსტოპერაციულად, რა დოზით და რა შესაძლო გართულებები შეიძლება განვითარდეს. რეციპიენტმა უნდა იცოდეს, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში საჭირო იქნება ტრანსპლანტატის განდევნის საწინააღმდეგო წამლების მიღები და დაუშვებელია დოზის გამოტოვება, ცვლილება საკუთარი ნებით ან შეწყვეთა. აუცილებელია რუტინული ვიზიტების წარმოება მკურნალ ექიმთან და გამოკვლევების ჩატარება, იმისთვის რომ დავრწმუნდეთ გადანერგილი ორგანოს ნორმალურ ფუნქციონირებაში და მიღებული სამკურნალო პრეპარატების სწორ დოზირებაში.