კარდიოლოგია უზრუნველყოფს გულ-სისხლძარღვოვანი სამედიცინო დახმარების ყველა ასპექტს - დიაგნოსტიკური ტესტირებიდან თერაპიასა და თითოეული პაციენტის მკურნალობის გეგმის ინდივიდუალურ დინამიურ კორეკტირებამდე საუკეთესო შედეგების მიღების მიზნით. თანდაყოლილი გულ-სისხლძარღვოვანი პათოლოგიების არსებობისას პაციენტების იღებენ მუდმივ ინდივიდუალურ დახმარებას სპეციალიზირებული კარდიოლოგებისგან მთელი ცხოვრების განმავლობაში.
კარდიოლოგები მკურნალობენ გულის და სისხლძარღვების დაავადებების ფართო სპექტრს, მათ შორის: არითმია (რითმის დარღვევა), გულის თანდაყოლილი ან იშემიური დაავადებები, გულის უკმარისობა, გულის სარქველების დაზიანება, კორონარული სისხლძარღვების დაავადება და ჰიპერტონია. კარდიოლოგების ეხმარებიან პაციენტებს სრულყოფილ და ჯანმრთელი ცხოვრების რითმის დაბრუნებას, აგრეთვე კონსულტაციას უწევენ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკებსა და პროფილაქტიკაზე.
სწორი დიაგნოზის დადგენის მიზნით პაციენტს შეიძლება დასჭირდეს ისეთი სპეციალიზირებული გამოკვლევები, როგორიც არის:
- ეკგ (ელექტროკარდიოგრაფია) - გულის ელექტრული აქტივობის და რითმის რეგისტრაცია
- ჰოლტერ მონიტორინგი - 24 საათიანი ეკგ
- სარბენი ბილიკის ტესტი
- ექოკარდიოგრამა - გულის ვიზუალიზაცია ბგერითი ტალღების დახმარებით
- არტერიული წნევის 24 საათიანი მონიტორინგი
- სტრეს-ექოკარდიოგრამა
- ტრანსეზოფაგური ექოკარდიოგრამა - გამოსახულების მიღება საყლაპავში მოთავსებული ექო-გადამცემის საშუალებით
- გულის კომპიუტერული ან მაგრნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია
- გულის კატეტერიზაცია, რიმლის საშუალებით საჭიროების მიხედვით შესაძლებელია: კორონარული ანგიოგრაფია (საკონტრასტო ნივთიერების შეყვანისას სისხლძარღვების ვიზუალიზაცია), ანგიოპლასტიკა (სტენტის შეყვანის საშუალებით კორონარული არტერიების დახშული ან შევიწროებული სეგმენტის გაფართოვება), ვალვულოპლასტიკა (გულის შევიწროებული სარქველის გაფართოვება), ბიოფსია (ქსოვილის ნაწილის აღება გამოკვლევის მიზნით), გულის ოთხივე კამერაში წნევის გაზომვა, გულის სარქველების ან კამერების დეფექტების დადგენა.