ნეფროლოგია

ნეფროლოგია

ნეფროლოგია არის მედიცინის დარგი, რომელიც შეისწავლის თირკმლის დაავადებებს (ნეფრიტი, პიელონეფრიტი, ამილოიდოზი და სხვა), მათ ეტიოლოგიას, პათოგენეზს, მკურნალობასა და პროფილაქტიკას. ნეფროლოგიის პრობლემებს კომპლექსურად იკვლევენ კლინიცისტები, მორფოლოგები, ფიზიოლოგები, რადიოლოგები; ნეფროლოგია მჭიდროდაა დაკავშირებული უროლოგიასთან.

ცალკეული ცნობები თირკმლის დაავადებებზე ჯერ კიდევ ანტიკური მედიცინის წყაროებში გვხვდება. ნეფროლოგიაზე სწავლების ფუძემდებლად ითვლება რიჩარდ ბრაიტი, რომელმაც დაწვრილებით აღწერა ამ დაავადების მიმდინარეობის კლინიკური თავისებურებები. ამ დარგის ძირითადი პრობლემებია თირკმლის დიფუზიური და კეროვანი ანთებითი დაავადებანი, მათ შორის ტუბერკულოზი, თირკმლისმიერი ჰიპერტონია და სხვა.

ექიმები