საგურამო

საგურამო

საქართველოს დედაქალაქიდან, თბილისიდან 21 კილომეტრის მოშორებით, იალნო-ზედაზნის მთის კალთების ძირას, მდინარე არაგვის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს ულამაზესი სოფელი საგურამო, ამ სოფელთანაა დაკავშირებული ორი დიდი ქართველი მწერლის - ილია ჭავჭავაძის და დავით გურამიშვილის სახელები. პირველი უცხოელი, რომელსაც ილიამ საგურამოში უმასპინძლა, გერმანელი მწერალი არტურ ლაისტი იყო.

საგურამო თავად გურამიშვილების საკუთრება იყო, ადრე მას გორისუბანი ერქვა, ამ უბნის მიმდებარე სოფლებია კოტორაანთკარი, წინამძღვრიანთკარი, ჭილაანთკარი... დღეს ტურისტებს განსაკუთრებით იზიდავს საგურამოს ტერიტორიაზე არსებული ქართული ღვინის მარნები, საგურამო ულამაზესი ადგილია, თვალწარმტაცი ბუნებითა და ხედებით, საუკეთესო ადგილი ქალაქიდან განტვირთვისათვის, ქართული ლიტერატურული მემკვიდრეობის სამუზეუმო სივრცეში გასაცნობად და ქართული ღვინის შესაცნობად.