ურეკი

ურეკი

შავი ზღვის სანაპირო ზოლზე მდებარე ამ კურორტის სიმაღლე ზღვის დონიდან 2-10 მეტრია. აქ დასვენება განსაკუთრებით ზაფხულობით არის სასარგებლო. კლიმატი სუბტროპიკულია, ზამთარი - რბილი, უთოვლო, ხოლო ზაფხული - ძალიან თბილი, ნოტიო. მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში 2000 საათია. სუბტროპიკული ფლორა (პალმა, ევკალიპტი და სხვა მცენარეულობა) ზღვისპირა ნოტიო სუბტროპიკულ ჰავასთან და ზღვის წყალთან ერთად, პლაჟის ქვიშა, რომელიც დიდი რაოდენობით მაგნეტიტური რკინის ნაწილაკებს შეიცავს, უნიკალური ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია. მკურნალობენ თალასოთერაპიით (ჰაერისა და მზის აბაზანები, ბანაობა ზღვაში, ტერენკური და სხვა), მაგნეტიტური ქვიშის აბაზანებით. ჩვენებები: გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის სისტემის დაავადებები, ძვალ-სახსართა და ნერვული სისტემის დაავადებები, სისხლის დაავადებები, ენდოკრინული სისტემის დაავადებები.