წაღვერი

წაღვერი

წაღვერი მთის კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტია. იგი ზღვის დონიდან 1025-1100 მეტრზე მდებარეობს და ყოველი მხრიდან წიწვოვანი ტყით დაბურული მთებითაა გარემოცული. მისი ძირითადი სამკურნალო ფაქტორები ტენიანი სუფთა ჰაერი და მზის რადიაციით მდიდარი ჰავა გახლავთ. კიდევ ერთი ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორია წაღვერის ნახშირმჟავა, რკინიანი, ჰიდროკარბონატულ-კალციუმიან-ნატრიუმიანი მინერალური წყაროები. ყოველივე ამის გამო წაღვერი საუკეთესო ადგილია კომბინირებულ დაავადებათა კომპლექსური მკურნალობისათვის. წაღვერში (ბაგიათი, ვანი (ბაბანური), ვარდევანი, ვეზური, ლასკადურა, ლესე, მაჭარწყალი, მიტარბი, ტიმოთესუბანი, ფლატე, ძუღური) კურორტული მკურნალობის ჩვენებებია: ქრონიკულ გასტრიტებთან, ჰეპატოქოლეცისტიტებსა და საშარდე გზების დაავადებებთან შერწყმული ყველა ის დაავადება, რომელთათვისაც ნაჩვენებია კურორტ დარიალსა და ბახმაროზე მკურნალობა; უკუჩვენებები - გულ-სისხლძარღვთა დაავადებები კომპენსაციის დარღვევით, ფილტვების ღია აქტიური ტუბერკულოზი, ნეფროზონეფრიტები და საშარდე-სანაღვლე გზების კენჭოვანი დაავადებები.