ბრაზილიური ძაფების საშუალებით შესაძლებელია გამოსწორდეს სახის კანის ისეთი მოდუნება, რომელიც 30 წლის ასაკიდან ნელ-ნელა ვითარდება, კანის შემაერთებელი ქსოვილისა და ელასტიური ბოჭკოების ასაკობრივი დაზიანების გამო. ამ პერიოდიდან სახეზე განვითარებას იწყებს სხვადასხვა სახის ნაოჭი და ნაკეცი, რომელიც დროთა განმავლობაში ღრმავდება. ძაფებს გააჩნია სპეციალური, მიკროსკოპული „ფხები“, რომლებიც უზრუნველყოფს სახის რბილი ქსოვილების ფიქსაციას აწეულ მდგომარეობაში.