წარბების აწევა, იგივე ფრონტო-ტემპორალური ლიფთინგი არის ოპერაცია, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია, როგორც მთლიანად წარბების, ასევე მათი გარეთა კიდეების აწევა.
ასაკთან ერთად წარბები ქვემოთ იწევს და ფორმას იცვლის, განსაკუთრებით მათი გარეთა კიდეები, რაც სახეს სევდიან და დაღლილ იერს აძლევს. ამის გამოსწორება კი საკმაოდ მარტივია წარბების ენდოსკპოიური აწევის მეთოდით. წარბების აწევამ შესაძლოა მთლიანად შეცვალოს თქვენი თვალები, რომლებიც ხდება ნათელი და გახსნილი. ხშირად, მხოლოდ მათი გარეთა კიდეების აწევაც კი საკმარისია სასურველი შედეგის მისაღწევად.