ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრი გთავაზობთ საზღვარგარეთ მკურნალობას.
ყოველდღე, 24 საათის განმავლობაში ვმუშაობთ იმისთვის, რომ ყველა სავალდებულო რეკომენდაციით, მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ, პაციენტის ტრანსპორტირება მოხდეს მსოფლიოს წამყვან კლინიკაში.
ჩვენთან დაზოგავთ თანხას, მინიმალური დანახარჯით მიიღებთ სასურველ შედეგს - თქვენს ჯანმრთელობაზე იზრუნებენ მსოფლიოში ყველაზე გამოცდილი მედიკოსები.
ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრის პარტნიორებია მსოფლიო სამედიცინო ბაზრის გიგანტი კლინიკები - ჩვენი კომპანია ცნობილი სამედიცინო ცენტრების ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, შესაბამისად, საშუალება გეძლევათ ისარგებლოთ სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურებით საზღვარგარეთ.
ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრის მეშვეობით, აღარ კარგავთ ზედმეტ დროს (შესაბამისად, დამატებით თანხას) ვიზიტის ორგანიზებისთვის, რადგან ყველა საჭირო დეტალს ჩვენი გუნდი აგვარებს.
საზღვარგარეთ მკურნალობის საჭიროების შემთხვევაში მოგვმართეთ კვირის ნებისმიერ დღეს, მიიღეთ ამომწურავი ინფორმაცია უცხოეთში მკურნალობასთან დაკავშირებით, გაეცანით ყველაზე სრულფასოვან სამედიცინო ტურ-პაკეტს, აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ქვეყანა, კლინიკა თუ ექიმი.
ჩვენი პარტნიორთა სია ასეულობით სამედიცინო ცენტრისგან შედგება, შესაბამისად, პაციენტს და პაციენტის ახლობელს აქვს გაცილებით მეტი არჩევანის საშუალება.
ჩვენი კომპანია უზრუნველყოფს მკურნალობისთვის საჭირო ყველა საბუთის მომზადებას:
- სავიზო მხარდაჭერა (საჭიროების შემთხვევაში);
- თარჯიმნის მომსახურება;
- ავიაბილეთები;
- სასტუმროს ჯავშანი;
- ტრანსფერი;
- ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი;
- ექიმის კონსულტაცია, ექიმთან ვიზიტის დანიშვნა;
- შესაბამის კლინიკაში პალატის შერჩევა;
- პაციენტის თანმხლები პირის დაბინავება;
- გამოკვლევისა და მკურნალობის წინასწარი გეგმის შედგენა და სხვა.
ჩვენი ორგანიზაცია საშუალებას გაძლევთ ისარგებლოთ ისეთი თანამედროვე მეთოდით როგორიცაა მეორე აზრი.
თუ თქვენი დიაგნოზი გაეჭვებთ ან თვლით, რომ დანიშნული მკურნალობის კურსი არაეფექტურია, მოგვმართეთ.
ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრი გადაამოწმებს თქვენი კვლევის პასუხსა და მკურნალობის კურსის სისწორეს მსოფლიოში ყველაზე წარმატებულ კლინიკებში დასაქმებულ სპეციალისტებთან.
რამდენად სწორია რადიოლოგიური კვლევის პასუხი, სისხლის ანალიზის შედეგის შესაბამისია თუ არა მკურნალობა, რამდენად ადეკვატურადაა გამოწერილი ესა თუ ის მედიკამენტი, კონკრეტულ კლინიკურ შემთხვევაში ხომ არ იქნება უფრო ეფექტური ალტერნატიული მკურნალობის მეთოდი - ამ და სხვა თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხებს გაეცნობა უცხოელი სპეციალისტი. შეიტყობთ უცხოელი მედიკოსის მეორე აზრს, მეორე მოსაზრებას.
ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრში თითოეულ კლინიკურ შემთხვევას ინდივიდუალურად შეისწავლიან - გელით კომფორტული და სასიამოვნო გარემო.
ჩვენ გადაგამისამართებთ შესაბამის სამედიცინო ცენტრში, შესაბამისი პროფილის ექიმთან.
თუ გესაჭიროებათ საზღვარგარეთ მკურნალობა, გადაწყვიტეთ უცხოეთში მიიღოთ ამბულატორიული თუ სტაციონარული სერვისი, გჭირდებათ რეპროდუქციული მკურნალობა, გინდათ ჩაიტაროთ სარეაბილიტაციო კურსი, გსურთ გარეგნობაში ცვლილებების შეტანა (კოსმეტოლოგია, პლასტიკური ქირურგია, სტომატოლოგია) ან სულაც ბალნეოლოგიურ კურორტზე სარელაქსაციო პროცედურებით ორგანიზმის გაჯანსაღებას გეგმავთ, დრო აღარ დაკარგოთ, მობრძანდით ჩვენს ოფისში, ან დაგვიკავშირდით კომპანიის ნომერზე.
ჯანდაცვის სფეროში წარმატებით მოღვაწე, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალებით დაკომპლექტებული ორგანიზაცია მუშაობს ყოველდღე - მოგვმართეთ, ჩვენ ყოველთვის ხაზზე ვართ.
ჩვენი კომპანიის საშუალებით, მიიღეთ სპეციალური ფასდაკლებები!
დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:
Tel: (+995) 595380038;
WhatsApp: (+995) 595380038;
Viber: (+995) 595380038;
Telegram: (+995) 595380038;
Skype: (+995) 595380038;
Facebook: Health Tourism Int. Center
Mail: hticenter18@gmail.com