რას გთავაზობთ ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრი?
ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრი გთავაზობთ სწრაფ და პროფესიონალურ მთარგმნელობით მომსახურებას.
ჩვენი ორგანიზაციის კვალიფიცირებული თარჯიმნები მუშაობენ ყოველდღე - გელით კომფორტული გარემო, საჭირო დოკუმენტს მოგაწვდით უმოკლეს ვადაში.
რა ტიპის სამედიცინო დოკუმენტაციის თარგმნაა შესაძლებელი?
ვთარგმნით ნებისმიერი სირთულის სამედიცინო დოკუმენტს ქართულიდან ინგლისურ, რუსულ, თურქულ ენაზე და პირიქით.
გთავაზობთ შემდეგი დოკუმენტაციის მთარგმნელობით მომსახურებას:
- ფორმა 100;
- დიაგნოზი;
- მეორე აზრი;
- წამლების ინსტრუქცია;
- ანალიზის პასუხი;
- ანამნეზი;
- ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების პასუხი;
- მკურნალი ექიმის რეკომენდაცია;
- კლინიკური გამოკვლევები;
- პაციენტის კითხვარი და სხვა.
თუ გჭირდებათ სამედიცინო ისტორიის, ანალიზის ან სხვა ნებისმიერი დოკუმენტის გაგზავნა საზღვარგარეთ მდებარე კლინიკაში, ან უცხოელი ექიმის გამოგზავნილი დასკვნის თარგმნა გსურთ მშობლიურ ენაზე, არ
დაკარგოთ დრო, დაგვიკავშირდით - ჩვენ ყოველთვის ხაზზე ვართ! დაზოგეთ თქვენი ძვირფასი დრო, მოგვმართეთ, მცირედი ფინანსური დანახარჯით მიიღეთ ხარისხიანი, 100%-ით ზუსტი თარგმანი.
ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრი დაკომპლექტებულია ჯანდაცვის სფეროში წარმატებით მოღვაწე, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალი თარჯიმნებისგან.