მელანომა და გენეტიკა

მელანომა და გენეტიკა

მელანომა კანის ყველაზე აგრესიული კიბოა.

დაავადება შეიძლება ჩამოყალიბდეს სხეულის ნებისმიერ ნაწილში, თუმცა ყველაზე ხშირად ვლინდება მზის სხივების ხანგრძლივი ზეგავლენის ქვეშ მყოფ ადგილებში (ზურგი, ფეხები, ხელები, სახე).

რატომ არის სასარგებლო გენეტიკური კვლევა?

გენი, რომელმაც მუტაცია განიცადა და რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის მელანომას განვითარების რისკს, სავსებით შესაძლებელია მემკვიდრული იყოს, ანუ თაობიდან თაობას გადაეცეს.

მელანომათი დაავადებული პაციენტების 10%-ში დასტურდება ოჯახური ანამნეზი.

თუ ადამიანი ამ მუტირებული გენების მატარებელია, რისკ-ჯგუფშია და დაავადების თავიდან ასარიდებლად გარკვეული საპრევენციო ღონისძიებების გატარება მოუწევს.

წარმოგიდგენთ რამდენიმე მდგომარეობას, რომლის დროსაც სავსებით შესაძლებელია ადამიანმა მემკვიდრეობით მიიღოს მუტირებული გენი:

  • ოჯახის რამდენიმე წევრს დაუსვეს ეს დიაგნოზი;
  • ოჯახის წევრს ჰქონდა ერთზე მეტი მელანომა;
  • ოჯახის წევრი ავადობდა მელანომათი და ამავდროულად ჰქონდა პანკრეასის კიბო;
  • გაქვთ 2 ან მეტი უჩვეულო ვიზუალის მქონე ხალი;
  • მელანომა დიაგნოსტირდა 45 წლამდე ასაკში და დაავადება ღრმად გავრცელდა კანში;
  • 3 ან მეტ სისხლით ნათესავს ჰქონდა მელანომა, ან პანკრეასის კიბო;
  • სისხლით ნათესავს აქვს ან ჰქონდა მეზოთელიომა, მენინგიომა, ან თვალის მელანომა.

CDKN2A გენის მუტაცია მემკვიდრული მელანომას ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზია. CDKN2A მუტირებული გენის გამო 14%-ით იზრდება მელანომის ჩამოყალიბების რისკი 50 წლის ასაკში, 24%-ით 70 წლის ასაკში და 28%-ით 80 წლის ასაკში. სწორედ ამ რისკის გამოა მოწოდებული გენეტიკური ტესტირება - აღნიშნული ანალიზი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია პროფილაქტიკისთვის.

ლაბორატორიული ანალიზით ექიმს საშუალება ეძლევა წინასწარ მიიღოს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ადამიანი კიბოს რისკის გენის მატარებელია, შესაბამისად, შეარჩევს საპრევენციო კურსს.

სამწუხაროდ, აღნიშნული მუტირებული გენი ოჯახში ცირკულირებს და ამის გამო ოჯახური ანამნეზი ძალიან საყურადღებო რისკ-ფაქტორია.

თუმცა დაავადების განვითარებაში მხოლოდ გენეტიკა როდი თამაშობს მნიშვნელოვან როლს. რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს ბევრი ადამიანი მელანომათი ავადდება სრულიად სხვა მიზეზის გამო და ამ კლინიკურ შემთხვევებში არ იკვეთება კავშირი კიბოთი ავადობის ოჯახურ ისტორიასთან.

ონკოლოგები ადასტურებენ, რომ მელანომას რისკი მნიშვნელოვნად იზრდება მზის ულტრაიისფერი სხივებისა და სოლარიუმის გამო.

კანის კიბოს რისკ-ჯგუფში შედიან ადამიანები, რომელთაც აქვთ:

  • კანი, რომელიც ადვილად იწვება და იშვიათად რომ გაირუჯოს;
  • ბუნებრივად ქერა ან წითური თმა;
  • ლურჯი ან მწვანე თვალები.

ამასთან, მიმართეთ ექიმს თუ შენიშნეთ ატიპიური ხალი.

რისკ-ჯგუფში შედიან ის პირებიც, ვისაც სუსტი იმუნური სისტემა აქვთ.

50 წელს გადაცილებულ ყველა პირს კი, მიუხედავად მათი კარგი ჯანმრთელობის მდგომარეობისა (პრაქტიკულად ჯანმრთელი ადამიანი, რომელსაც არ აქვს არც ფსიქიკური და არც ფიზიკური სიმპტომები), პროფილაქტიკისა და სამომავლოდ ნებისმიერი შესაძლო გართულების პრევენციის მიზნით, ექიმები მოუწოდებენ წელიწადში ერთხელ შეამოწმონ ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა.

რას გთავაზობთ აი-ლაბ ლაბორატორია?

ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრის შვილობილი კომპანია და თურქული კლინიკათა ქსელის „აჯიბადემის“ ოფიციალური პარტნიორი საქართველოში აი-ლაბ ლაბორატორია I-Lab ლაბორატორია გთავაზობთ გენეტიკურ გამოკვლევას, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია დაადგინოთ ატარებთ თუ არა მუტირებულ გენს.

ულტრათანამედროვე ლაბორატორიაში გელით უსაფრთხო და კომფორტული გარემო.

ანალიზი შეგიძლიათ ჩაიტაროთ თქვენთვის სასურველ დროს.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აუცილებელია წინასწარი ჩაწერა.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:

 Tel: (+995) 595380038;

 WhatsApp: (+995) 595380038;

 Viber: (+995) 595380038;

Telegram: (+995) 595380038;

 Skype: (+995) 595380038;

 Facebook: Health Tourism Int. Center

 Mail: ilabgeo@gmail.com

კლინიკები

ტეგები: