სატახტო ქალაქი მცხეთა და კლდეში ნაკვეთი ქალაქი უფლისციხე

სატახტო ქალაქი მცხეთა და კლდეში ნაკვეთი ქალაქი უფლისციხე

ერთდღიანი დაუვიწყარი ტური მცხეთასა და უფლისციხეში

ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრი გთავაზობთ ერთდღიან დაუვიწყარ ტურს საქართველოს სატახტო ქალაქ  მცხეთასა და კლდეში ნაკვეთ ქალაქ უფლისციხეში.

ტურ-პაკეტი მოიცავს:

ტრანსპორტირება:

  • მცხეთა;
  • ჯვრის მონასტერი;
  • სვეტიცხოველი;
  • საგურამო - გურამიშვილის მარანი;
  • ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმი;
  • უფლისციხე

მასპინძელ-გიდის მომსახურება;

კვება - ტრადიციული  ქართული სადილი;

ტურის ღირებულება:

  • ერთი სტუმარი - 341 ლარი (126$)
  • ორი სტუმარი - 212 ლარი (79$)
  • სამი-ოთხი სტუმარი -  164 ლარი (61$)
  • ხუთი-ექვსი სტუმარი - 156 ლარი (58$)
  • შვიდი და მეტი სტუმრის შემთხვევაში შესაძლებელია ინდივიდუალური პირობების შეთავაზება

გასვლა - 09:00 საათი

სადილი -15:00 საათი

უკან დაბრუნება -18:00 საათი

ნებისმიერი ინფორმაციის დასაზუსტებლად შეგიძლიათ მოგვმართოთ ნომერზე:

WhatsApp (+995) 597 556 765; Viber (+995) 597 556 765

 

მოკლე ინფორმაცია მოსანახულებელეი ადგილების შესახებ:

მცხეთა -  საქართველოს ძველი დედაქალაქი  ტურის პირველ გასაჩერებელ ლოკაციას წარმოადგენს. სატახტო ქალაქი მცხეთა  არის ადგილი, რომელსაც უკავშირდება ქართველი ერის სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბება. მცხეთიდან იწყება ქრისტიანობის ისტორია საქართველოში. მცხეთაშია დაბრძანებული ქრისტიანული სამყაროს უდიდესი სიწმინდე - უფლის კვართი. ერთად დავათვალიერებთ ქალაქს, რომელიც  ყოველთვის მდიდარი იყო თავისი არქიტექტურული ძეგლებითა და არქეოლოგიური მონაპოვრებით. ქალაქისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე 200-ზე მეტი არქიტექტურული ძეგლია, რომლებიც იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში 1994 წლიდან არის შესული.მცხეთა


 

ჯვრის მონასტერი - მცხეთის აღმოსავლეთით მტკვრისა და არაგვის შესართავთან კლდოვანი მთის წვერზე ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლი – ჯვრის მონასტერი მდებარეობს. თქვენ იხილავთ მე-6 საუკუნის ქართულ ქრისტიანულ  მონასტერს, რომელიც შეტანილია მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. კომპლექსი შედგება მცირე ეკლესისის, მთავარი ტაძრის, გალავნის, კოშკის ნანგრევებისა და სხვა ნაგებობათა ნაშთებისგან.ჯვრის მონასტერი


 

სვეტიცხოველიჯვრის მონასტრის შემდეგ სვეტიცხოველს ვესტუმრებით, რომლის დღევანდელი ნაგებობა XI საუკუნისაა და მცხეთის ისტორიულ ძგელებს შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. სვეტიცხოველი ქართული კულტურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის უმნიშვნელოვანესი ძეგლია და  გამოირჩევა   თავისი მხატვრული ღირსებით, დიდებულებითა და ჰარმონიულობით. საქართველოში გადარჩენილ ტაძართა შორის სვეტიცხოველი ყველაზე დიდი საეკლესიო ნაგებობაა, რომელსაც ყოველთსვის ძალიან ბევრი ვიზიტორი სტუმრობს და არავის ტოვებს გულგრილს მისი ხილვა.სვეტიცხოველი


 

საგურამო - გურამიშვილის მარანი - საქართველოში გავრცელებული მარნების ტიპის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი აღმოსავლეთის მხარეში, სოფელ საგურამოში მდებარე თადეოზ გურამიშვილისეული მარანია, რომელიც უნიკალურ ხუროთმოძღვრების ძეგლს წარმოადგენს. სვეტიცხოვლიდან წამოსვლისას გეზსს, სწორედ მნახველებით დახუნძლული ადგილისკენ ავიღებთ, რომლის ჩუქურთმები, მორთულობა, სიდიდე და საოცარი სილამაზე თქვენზე დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს. დღესდღეობით, მარანში 17 (ჩვიდმეტი) დიდი ქვევრია, ასევე მოწყობილია 3 (სამი) საწნახელი. გურამიშვილის მარანში სტუმრობით,  გაეცნობით ქართული კულტურული მეღვინეობის ერთ-ერთ თვალსაჩინო და უნიკალურ მაგალითს.საგურამო - გურამიშვილის მარანი


 

ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმი -  ქართველი გამოჩენილიმწერლის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმი 1951 წელს დაარსდა. ყოველწლიურად  მუზეუმს ათასობით დამთვალიერებელი სტუმრობს, სადაც მიმდინარეობს სხვადასხვა კულტურულ-შემეცნებითი ხასიათის შეხვედრები, იმართება პოეზიის საღამოები. აქვეა ილია ჭავჭავაძის მონუმენტი, რომლის მონახულებასაც ვიზიტის დროს შევძლებთ.ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმი


უფლისციხე - საქართველოში სულ სამი კლდეშ ნაკვეთი ძეგლი არსებებობს, რომელთაგან ერთ-ერთს - უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალს ტურის დასასრულს  ვიხილავთ. მუზემ-ნაკრძალი მოიცავს კლდეში ნაკვეთ ქუჩებს და მოედნებს, ტაძრებს, სასახლეებს, სარიტუალო ქვაბულებს, დეკორირებულ კლდოვან დარბაზებს, პურის საცხობებს, საიდუმლო გვირაბს, აგრეთვე უძველესი სამნავიანი ბაზინლიკის ფრაგმენტებს, ნაქალაქარის ცენტრალურ ნაწილში, წარმართული ტაძრის ადგილას აღმართულ უფლისწულის ეკლესიას (ადრეშუასაუკუნეების), შუა საუკუნეების სახლებს და დარბაზებს. ვიხილავთ მუზეუმში წარმოდგენილ უფლისციხის ნაქალაქარსა და მის გარეუბნებში მოპოვებულ არქეოლოგიურ მასალას, კერძოდ: მცირე პლასტიკის უნიკალურ ნიმუშებს, სამკაულებს, საბრძოლო და სამეურნეო იარაღებს, საკულტო-სარიტუალო ნივთებს. კლდეში ნაკვეთილი ქალაქი საბოლოო აკორდი იქნება ტურის ბოლოს და თქვენს ულამაზეს მოგზაურობას, კიდევ უფრო დასამახსოვრებელს გახდის!უფლისციხე


ტეგები: