ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრი გთავაზობთ ერთდღიან დაუვიწყარტურს საქართველოს კლდეში ნაკვეთ სამონასტრო კომპლექსში - დავით გარეჯში
ტურ-პაკეტი მოიცავს:
ტრანსპორტირება:
- დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი - საბერეები;
- მრავალწყაროს ფერადი მთები - ფერადი უდაბნოების პანორამა;
მასპინძელ-გიდის მომსახურება;
კვება - ტრადიციული ქართული სადილი;
ტურის ღირებულება:
- 1 სტუმარი - 368 ლარი (137$)
- 2 სტუმარი - 209 ლარი (78$)
- 3-4 სტუმარი - 141 ლარი (53$)
- 5-6 სტუმარი - 129 ლარი (48$)
- 7 და მეტი სტუმრის შემთხვევაში შესაძლებელია ინდივიდუალური პირობების შეთავაზება
გასვლა - 09:00 საათი
სადილი - 13:00 საათი
უკან დაბრუნება - 16:00 საათი
ნებისმიერი ინფორმაციის დასაზუსტებლად შეგიძლიათ მოგვმართოთ ნომერზე: WhatsApp (+995) 597 556 765; Viber (+995) 597 556 765
მოკლე ინფორმაცია მოსანახულებელი ადგილების შესახებ:
დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი (საბერეები) - ჩვენი ტურის მთავარი ლოკაცია დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსს წარმოადგენს, რომელიც VI საუკუნეში დააარსა 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთმა – წმინდა დავით გარეჯელმა. გარეჯის ხილვისას მკაცრი ბუნების განუმეორებელი სილამაზის მომსწრენი გახდებით. მოშიშვლებული კლდეებიდან დაცარიელებული მღვიმეების მოსჩანს. აქ ვნახავთ ქართული კულტურის უზარმაზარ ლოდებად ნაქცევ, დანგრეულ და გაძარცვულ შესანიშნავ ძეგლებს, რომლებიც დღესაც დიდ შთაბეჭდილებას ახდენენ სტუმრებზე. სამონასტრო კომპლექსი ამჟამად 20-ზე მეტი ისტორიული ძეგლისგან შედგება. დავითგარეჯის მონასტრებმა შექმნა თვითმყოფადი სამონასტრო და სამშენებლო ტრადიცია, ფრესკული მხატვრობის საკუთარი სკოლა. განსაკუთრებით შთამბეჭდავია ბერთუბნის ქვაბოვანი მონასტრის ღვთისმშობლის სახელობის დარბაზული ეკლესიის XII-XIII სს-ის მხატვრობა. დავითგარეჯში დაცული იყო ხელნაწერთა მდიდარი კოლექცია.
მრავალწყაროს ფერადი მთები - დავითგარეჯის შემდეგ მოვინახულებთ ფერად უდაბნოებს, რომელიც წარმოადგენს ვრცელი ბორცვებისგან, ზეგნების და ციცაბოფერდობებიან ცალკეული მაღლობების მშრალ ტერიტორიას, მწირი მცენარეულობით. "ფერადი მთები” აღნიშნულ ტერიტორიას სხვადასხვა ფერის დანალექი ქანების გამო ეწოდა. ის მდებარეობს გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ნახევარ უდაბნოს ტერიტორიაზე. მრავალწყაროს ფერადი მთები-უდაბნო, ყველაზე სათავგადასავლო და ფერადი ტურია საგაზაფხულოდ.