ვაზის სამშობლო-კახეთი

ვაზის სამშობლო-კახეთი

ერთდღიანი დაუვიწყარი ტური კახეთში

„ამერიკამ მსოფლიოს მისცა ავიაცია,

გერმანიამ - ავტომობილი

მაგრამ საქართველოს წვილილი ბევრად უფრო ღრმა და მნიშვნელოვანია.

საქართველომ მსოფლიოს მისცა - ღვინო“

ავტ: ჯერემი კლარკსონი

ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრი გთავაზობთ ერთდღიან დაუვიწყარ ტურს საქართველოს ვაზის სამშობლოში - კახეთში.

ტურ-პაკეტი მოიცავს:

ტრანსპორტირება:

მასპინძელ - გიდის მომსახურება;

კვება - ტრადიციული კახური სადილი ღვინის თანხლებით (მარან-მუზეუმი „ნუმისი“);

მწვადის მასტერკლასი (მარან-მუზეუმი „ნუმისი“);

მუზეუმის ბილეთი;

ტურის ღირებულება:

  • ერთი სტუმარი - 141$
  • ორი სტუმარი - 83$
  • სამი-ოთხი სტუმარი - 58$
  • ხუთი-ექვსი სტუმარი - 53$
  • შვიდი და მეტი სტუმრის შემთხვევაში შესაძლებელია ინდივიდუალური პირობების შეთავაზება

გასვლა - 09:00 საათი

სადილი -13:00 საათი

უკან დაბრუნება - 19:00 საათი

ნებისმიერი ინფორმაციის დასაზუსტებლად შეგიძლიათ მოგვმართოთ ნომერზე: WhatsApp (+995) 597 556 765; Viber (+995) 597 556 765

 

მოკლე ინფორმაცია მოსანახულებელი ადგილების შესახებ:

სიღნაღიპირველი ადგილი, რომელსაც ვესტუმრებით არის სიღნაღი. ის საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია, რომელიც ზღვის დონიდან 790 მეტრის სიმაღლეზეა შეფენილი და ალაზნის ველისა და კავკასიონის მთების უმშვენიერეს პეიზაჟს გადაჰყურებს. სიღნაღი ქალაქ-მუზეუმად მოიხსენიება, რადგან დასახლებას თითქმის შენარჩუნებული აქვს 200 წლის წინანდელი ხუროთმოძღვრული სტილი. ციხე-გალავანი, ქართული აგურით ნაშენები სახლები და ხის ჩუქურთმებიანი აივნები, რიყის ქვით მოკირწყლული ქუჩები, მარნები, სარდაფები და, რა თქმა უნდა, განუმეორებელი ხედი – ყოველივე ეს დაუვიწყარ შთაბეჭდილებას დატოვებს თქვენზე - ჩვენს ძვირფას სტუმრებზე.სიღნაღი


ყვარელი - სიღნაღის შემდეგ ყვარელში გადავინაცვლებთ, რომელიც ალაზნის ველზე მდებარეობს და ყვარლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრს წარმოადგენს. აქ საქართველოს კულტურა, არქიტექურა და ღვინო ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს. აქ მოსულ ტურისტებს საშუალება გექნებათ, გაეცნოთ ღვინის მიღებისა და წარმოების ისტორიას და დააგემოვნოთ ეს არაჩვეულებრივი სასმელი.ყვარელი


გრემი - ყვარლის შემდეგ გრემში გადავინაცვლებთ, რომელიც შუასაუკუნების საქართველოში კახეთის დედაქალაქი იყო და აქ მეფის რეზიდენცია მდებარეობდა. გრე­მის არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი კომ­პ­ლექ­სი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ნა­გე­ბო­ბე­ბის­გან შედ­გე­ბა. აქ არის გუმ­ბა­თო­ვა­ნი მთა­ვა­რან­გე­ლოზ­თა სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სია, სამ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სა­სახ­ლე-სამ­რეკ­ლო, სა­მე­ურ­ნეო ნა­გე­ბო­ბა­ნი, გა­ლა­ვა­ნი.აქ­ვეა აბა­ნო­ე­ბი, ბა­ზა­რი და ქარ­ვას­ლა. გრე­მის ყვე­ლა­ზე თვალ­სა­ჩი­ნო ნა­წი­ლია ე.წ. მთა­ვა­რან­გე­ლოზ­თა კომ­პ­ლექ­სი, რო­მე­ლიც კლდო­ვა­ნი ქე­დის და­ბო­ლო­ე­ბა­ზეა წა­მო­მარ­თუ­ლი და შედ­გე­ბა მა­ღალ გა­ლა­ვან­შე­მორ­ტყ­მუ­ლი გუმ­ბა­თო­ვა­ნი ეკ­ლე­სი­ი­სა და სა­სახ­ლე-სამ­რეკ­ლოს­გან.გრემი


თელავი - გრემიდან კახეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრში - თელავში ჩავალთ.თელავი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძი, სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო (მეღვინეობის) და კულტურული ცენტრია. ეს საოცარი ქალაქი ინახავს მთელი ქვეყნის ისტორიას. აქ არის უამრავი ღირსშესანიშნავი ადგილი. განუმეორებელი ადგილი ციხე რომელსაც ბატონის ციხეს ეძახიან.  საკმარისია ერთდღიანი ვიზიტიც კი ამ ქალაქში და თქვენს მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება მისი უძველესი მარნები, ლამაზი სახლები, ციხე– გალავნები, უგემრიელესი ქართული კერძები და ამ ქალაქის სტუმართმოყვარეობა.თელავი


მარან-მუზეუმი „ნუმისი“ - ტურის დასასრულს გურჯაანის რაიონის, სოფელ ველისციხის უძველეს მარანში - ნუმისში გადავინაცვლებთ , რომელიც XVI საუკუნით თარიღდება. მარნის შენობა კახური ხუროთმოძღვრების კლასიკური ძეგლია, აშენებული რიყის თეთრი ქვით და ოთხკუთხა ქართული აგურით. მარნის დათვალიერებისა  და სასმელების დაგემოვნების პროცესში ღვინის წარსულში ვიმოგზაურებთ და უკეთ შევიგრძნობთ  ვაზისა და ღვინის კულტურას.მარან-მუზეუმი „ნუმისი“


ტეგები: