რას ნიშნავს ჰორმონალური აკნე?
ჰორმონული აკნე შესაძლოა განუვითარდეს ნებისმიერი ასაკის ზრდასრულს.
დიაგნოზი ხშირია ქალებში.
სტატისტიკის თანახმად, 20-დან 29 წლამდე ასაკის ქალების 50%-ს აკნე აქვს. 40-
დან 49 წლამდე ასაკის ქალბატონებში კი აკნეს მაჩვენებელია 25%.
გარდატეხის ასაკი და ჰორმონული აკნე
გარდატეხის ასაკში ჰორმონული აკნეს დროს გამონაყარი ჩნდება შუბლის, ცხვირისა და ნიკაპის არეში.
ზრდასრული ასაკი და ჰორმონული აკნე
ზრდასრულ ასაკში კი ჰორმონული გამონაყარი, ძირითადად, სახის ქვედა არეში ნაწილდება, მაგალითად, ლოყის ქვედა არესა და ყბის ხაზის გარშემო.
ჰორმონული აკნე შესაძლოა ჩამოყალიბდეს იმ ჰორმონების გამო, რომელიც აღნიშნული მდგომარეობის დროს აქტიურდება:
- მენსტრუაცია;
- პოლიკისტური საკვერცხის სინდრომი;
- მენოპაუზა;
- ანდროგენის მომატებული დონე.
წყარო:
https://www.healthline.com/health/beauty-skin-care/hormonal-acne