სიმსუქნის ჩამოყალიბებაში არაერთი ფაქტორია ჩართული.
ერთ-ერთი საყურადღებო რისკ-ფაქტორი არააქტიური ცხოვრების წესია. როგორც წესი, ადამიანი ადვილად იმატებს წონას თუ იმაზე მეტ კალორიას ითვისებს, ვიდრე ხარჯავს. თუ კალორიულ პროდუქტებს მიიღებთ და შემდეგ ფიზიკურად არ დაიტვირთებით, სასწორზე აუცილებლად შენიშნავთ მომატებულ კილოგრამებს.
საყურადღებოა გენეტიკური ფაქტორიც. ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში გენი გადამწყვეტ როლსაც კი თამაშობს. გენეტიკური წინასწარგანწყობის გამო სავსებით შესაძლებელია ჯანსაღი წონის ადამიანი (თუ არ ივარჯიშებს და ჯანსაღად კვებას შეწყვეტს) გასუქდეს.
რასაკვირველია, ჭარბი წონის მიზეზი შესაძლოა იყოს ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონული დისბალანსი. მაგალითად, ჰიპოთირეოზის, კუშინგის სინდრომისა და პოლიკისტური საკვერცხის სინდრომის მქონე პირებს ხშირად აწუხებთ ჭარბი წონა.
ადამიანმა შესაძლოა წონა მოიმატოს ზოგიერთი მედიკამენტის გამოც (ერთგვარი გვერდითი ეფექტი).
გასათვალისწინებელია ემოციური განწყობაც, მაგალითად, ცნობილია, რომ ადამიანი გაცილებით მეტს მიირთმევს, როდესაც გაბრაზებული თუ მოწყენილია ან იმყოფება სტრესულ სიტუაციაში.
შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ სიმსუქნის რისკი მნიშვნელოვნად იზრდება უძილობის ფონზე. ძილის დროს ორგანიზმში გამომუშავდება ჰორმონი, რომელიც მადის კონტროლზეა პასუხისმგებელი, შესაბამისად, აუცილებელია მოიწესრიგოთ ძილთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემა.
წყარო:
https://www.healthline.com/nutrition/10-causes-of-weight-
gain#TOC_TITLE_HDR_2