ცნობილი ექიმის ვიზიტი თბილისში.
ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრს ორდღიანი სამუშაო ვიზიტით ეწვია მსოფლიო ჯანდაცვის სექტორის ლიდერი კლინიკათა ქსელის "აჯიბადემის" ცნობილი პროფესორი, გასტროენტეროლოგი გურჰან შიშმანი.
სხვადასხვა გასტროენტეროლოგიური დაავადების მქონე პაციენტებს საშუალება ჰქონდათ ქვეყნიდან გაუსვლელად ესარგებლათ პროფესორის კონსულტაციით.
მედიკოსმა კონსულტაციაზე მიიღო რამდენიმე ათეული პაციენტი. კლინიკაში მოგვმართეს კუჭ-ნაწლავის, ღვიძლის, სანაღვლე გზების, პანკრეასის პრობლემების მქონე პირებმა. აქციის ფარგლებში, საჭიროებისამებრ, კონკრეტული კლინიკური შემთხვევიდან გამომდინარე, ზოგიერთ პაციენტს ჩაუტარდა ექოსკოპიური კვლევა.
კონსულტაციის დროს ექიმმა შეაფასა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, სიმპტომები, გადაამოწმა დიაგნოზი.
ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევითი ანალიზების საფუძველზე პროფესორმა დანიშნა მკურნალობის კურსი, შეიმუშავა ინდივიდუალური კვების რაციონი, სიმპტომების შემსუბუქებისა და ნებისმიერი შესაძლო გართულების თავიდან არიდების მიზნით, გასცა სასარგებლო რეკომენდაციები.
პაციენტთა მაღალი მომართვიანობის გამო უახლოეს მომავალში ექიმ შიშმანის მოწვევას კვლავ ვგეგმავთ. დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით ჩვენი კლინიკის ოფიციალური ვებ და ფეისბუქ გვერდის მეშვეობით.
შეგახსენებთ, ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრის შვილობილი ორგანიზაცია აი-ლაბ I-Lab ლაბორატორია წარმოადგენს თურქული კლინიკათა ქსელის Acibadem Labmed-ის ოფიციალურ და ერთადერთ წარმომადგენლობას საქართველოში.