"აჯიბადემის" ცნობილმა თურქმა ონკოლოგმა თბილისში კონსულტაცია ჩაატარა

ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრს მორიგი სამუშაო ვიზიტით ეწვია ცნობილი პროფესორი.

ჩვენმა ორგანიზაციამ თბილისში მოიწვია თურქული კლინიკათა ქსელის "აჯიბადემის"ონკოლოგი, პროფესორი ოზლემ ერი.

იგი გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული მედიკოსი ონკოლოგიის დარგში. პროფესორს კარგად იცნობენ მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში. იგი გამოირჩევა საქმისადმი ერთგულებით, გულისხმიერებით - მისი დამსახურებით უამრავი პაციენტი გამოჯანმრთელდა, დაუბრუნდა ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

თურქი ონკოლოგის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე კვირით ადრე დაანონსდა, შესაბამისად, კონსულტაციაზე ჩაწერა შეძლო უამრავმა პაციენტმა.

ჩვენი ორგანიზაციის ქოლ-ცენტრის დეპარტამენტში დაგვიკავშირდა არაერთი პაციენტი და მადლიერება გამოხატა - როგორც პაციენტებმა და პაციენტის ახლობლებმა განმარტეს, მსგავსი აქცია ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თბილისში, ქვეყნიდან გაუსვლელად შეუძლიათ წარმატებულ ექიმს გააცნონ ჯანმრთელობის მდგომარეობა და მეორე აზრის მოსასმენად სტამბოლში გამგზავრება აღარ უწევთ.

კონსულტაციაზე ცნობილმა პროფესორმა შეისწავლა პაციენტების ანამნეზი, ჩაატარა ფიზიკური გამოკვლევა, შეაფასა მკურნალობის კურსი და ჯანმრთელობის მდგომარეობა, გასცა სასარგებლო რეკომენდაციები, როგორც პაციენტებს, ისე პაციენტის ახლობლებს მიაწოდა ინფორმაცია გენეტიკური კვლევის, გენეტიკური ანალიზის მნიშვნელობის შესახებ და
სხვა.

საკონსულტაციო ოთახი ლამაზი თაიგულებით იყო სავსე - პაციენტებმა ასე გამოხატეს მადლიერება მკურნალი ექიმის მიმართ.

ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრის დამფუძნებლებმა თურქი ონკოლოგის ვიზიტი ნაყოფიერად შეაფასეს და ჩვენთან ინტერვიუში განმარტეს, რომ წამყვანი ონკოლოგის თბილისში მოწვევა უახლოეს მომავალში კვლავ იგეგმება.