ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე 20 აპრილის სტატისტიკა გამოქვეყნდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გლობალურად კორონავირუსით ინფიცირების 72 846 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამავე დროის პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით დაიღუპა 5 296 ადამიანი.
ბოლო 24 საათში ევროპის რეგიონში გამოვლინდა ინფიცირების 26 882 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 2 648 პაციენტი, ამერიკის რეგიონში გამოვლინდა დაინფიცირების 36 771 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 2 357 ადამიანის სიცოცხლე, წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონში დაინფიცირდა 1 326 და დაიღუპა 27, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ რეგიონში 4 742 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 140 გარდაიცვალა, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში დაინფიცირდა 2 257 და დაიღუპა 90 ადამიანი, აფრიკის რეგიონში დაინფიცირდა 868 ადამიანი და დაიღუპა 34.
კორონავირუსი 150-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული.
წყარო: