თუ დილით ოფლიანი იღვიძებთ

თუ დილით ოფლიანი იღვიძებთ

რა იწვევს ღამის ოფლიანობას?

ეს დისკომფორტი ცხოვრებაში მინიმუმ ერთხელ თითქმის ყველა ადამიანს განუცდია.

თუ ოფლიანობის მიზეზია გარემო ფაქტორები, მაგალითად, თბილი ღამის პერანგი, ცუდი სიზმარი, საძინებელში ჰაერის მაღალი ტემპერატურა და სხვა, საშიში არაფერია. თუმცა ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში ღამის ოფლიანობა არაერთი პათოლოგიური პროცესისა თუ მდგომარეობის სიმპტომია.

თუ დისკომფორტმა ქრონიკული სახე მიიღო გირჩევთ დროულად მიმართოთ ექიმს.

ღამის ოფლიანობის შესაძლო გამომწვევი მიზეზებია:

  •  ძილის წინ ალკოჰოლის მიღება;
  • გაქვთ სტრესი ან შფოთავთ;
  •  ზოგიერთი მედიკამენტის გვერდითი ეფექტი;
  • მენოპაუზა;
  • ჰიპერჰიდროზი (ჰიპერჰიდროზი არის ჭარბი ოფლიანობა, მდგომარეობა, როდესაც ორგანიზმიდან რეკომენდებულზე, ნორმაზე მეტი ოფლი გამოიყოფა);
  •  რევმატოიდული ართრიტი;
  •  დეპრესია;
  •  გულის დაავადება;
  •  ჰიპერთირეოზი (როცა ფარისებრი ჯირკვალი ზედმეტად აქტიურია);
  •  სიმსუქნე;
  •  ტუბერკულოზი;
  •  ენდოკარდიტი;
  •  ძილის ობსტრუქციული აპნოე.

წყარო:
https://www.houstonmethodist.org/blog/articles/2020/feb/night-sweats-7-reasons-
you-may-be-sweating-at-night/