როდესაც იმუნურ სისტემას მედიკამენტზე პათოლოგიური  რეაქცია აქვს

როდესაც იმუნურ სისტემას მედიკამენტზე პათოლოგიური რეაქცია აქვს

რა არის წამლის (მედიკამენტის, წამლისმიერი) ალერგია?

წამლებზე ალერგია არის მდგომარეობა, როდესაც იმუნური სისტემა მედიკამენტზე არასწორად, პათოლოგიურად რეაგირებს.

ნებისმიერი მედიკამენტი (ურეცეპტოდ გაცემული, ექიმის მიერ გამოწერილი თუ მცენარეული) შეიძლება გახდეს ალერგიის მიზეზი.

მედიკამენტზე ალერგიის ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია გამონაყარი ან ცხელება. ზოგჯერ უფრო მძიმე რეაქციით, ანაფილაქსიითაც ვლინდება.

წამლისმიერი ალერგია არ უნდა აგერიოთ წამლის გვერდით ეფექტთან. ასევე წამალზე ალერგია განსხვავდება წამლის ტოქსიკური ეფექტისგან, რომლის მიზეზიც მედიკამენტის ზედოზირებაა.

წამალზე ალერგიისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია:

  •  გამონაყარი კანზე;
  • ჭინჭრის ციება;
  • ქავილი;
  •  სიცხე;
  •  შეშუპება;
  •  სუნთქვის უკმარისობა;
  •  ხრიალი;
  •  გამონადენი ცხვირიდან;
  •  ცრემლდენა, თვალების ქავილი.

ნებისმიერ ადამიანს შეიძლება განუვითარდეს წამალზე ალერგიული რეაქცია, თუმცა გარკვეული ფონის გამო რისკი განსაკუთრებით იზრდება, ეს რისკ- ფაქტორებია:

  •  სხვა ტიპის ალერგიის (საკვებისმიერი ან თივისმიერი ცხელება) ანამნეზი;
  •  წამლისმიერი ალერგიის პერსონალური ან ოჯახური ისტორია;
  •  მედიკამენტის ჭარბი დოზა, ხანგრძლივი დროით მოხმარება ან განმეორებით მიღება;
  •  ზოგიერთი დაავადება, რომლის დროსაც ხშირია ალერგიული რეაქციის გამოვლინება.

წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/drug-allergy/symptoms-
causes/syc-20371835