14 მაისს სასტუმრო "თბილისი მარიოტში" საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება.
ღონისძიება ტარდება ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრისა და მისი შვილობილი კომპანია აი-ლაბ I-Lab Acibadem Labmed-ის ორგანიზებით.
აღსანიშნავია, რომ კონფერენციის თანამონაწილეა ჩვენი ორგანიზაციის პარტნიორი, მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი, დავით ტატიშვილის კლინიკა.
კონფერენციის თემაა "კუჭისა და კოლორექტალური კიბოს მკურნალობის თანამედროვე მეთოდები".
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი მედიკოსები - ღონისძიებას დაესწრებიან სპეციალურად მოწვეული ქვეყნის წამყვანი ონკოლოგები, გასტროენტეროლოგები, ქირურგები, ზოგადი პროფილის ექიმები.
კონფერენციის ფარგლებში პრეზენტაციას წარადგენენ თურქული კლინიკათა ქსელის "აჯიბადემის" მოწვეული პროფესორები ოზლემ ერი და გურჰან შიშმანი.
ცნობილი თურქი ექიმები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილებენ ყურადღებას როგორიცაა:
- ბიომარკერით მართვადი (ბიომარკერზე ორიენტირებული, დაფუძნებული) მკურნალობის კურსი კუჭისა და კოლორექტალური მეტასტაზური კიბოს დროს;
- თერაპიული ენდოსკოპიური მკურნალობის მეთოდები კუჭისა და მსხვილი ნაწლავის კიბოს ადრეულ სტადიაზე.
მომხსენებლებსა და დამსწრე სტუმრებს საშუალება ეძლევათ დასახონ ერთობლივი სამომავლო სამოქმედო გეგმა, იმსჯელონ თანამედროვე მედიცინის გამოწვევებსა და აქტუალურ პრობლემებზე, ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება.