შეგრძნება თითქოს ვიღაცამ თქვენი სახელი ახსენა

შეგრძნება თითქოს ვიღაცამ თქვენი სახელი ახსენა

შფოთვა საყურადღებო დარღვევაა, რომელიც იწვევს ფიზიკურ და ფსიქიკურ სიმპტომებს.

ერთ-ერთი გავრცელებული ჩივილი სმენითი ჰალუცინაციაა. შფოთვა არ იწვევს ისეთ სმენით ჰალუცინაციას, რომელიც შიზოფრენიისთვისაა დამახასიათებელი (შიზოფრენიის დროს ჰალუცინაციის დონე გაცილებით მწვავეა). სმენითი ჰალუცინაცია შედარებით "მარტივია", თუმცა თავისთავად იწვევს უსიამოვნო განცდას ადამიანებში და აუცილებელია ადეკვატური დიაგნოსტირება, მართვა.

ნებისმიერი ტიპის ჰალუცინაცია საყურადღებოა და აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს; მხოლოდ მედიკოსს შეუძლია შესაბამისი დიაგნოსტირების შემდეგ შეაფასოს თქვენი მენტალური ჯანმრთელობის მდგომარეობა. ექიმი გაატარებს რიგ ღონისძიებებს, რომელიც მიმართული იქნება პაციენტის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისკენ და მომავალში ნებისმიერი შესაძლო გართულების პრევენციისთვის.

რას ნიშნავს სმენითი ჰალუცინაცია?

სმენითი ჰალუცინაცია არის ნებისმიერი ხმა, რომელიც რეალურად იმ წუთში გარშემო არ არის.

სმენითი ჰალუცინაციების დროს ადამიანს შეიძლება ესმოდეს ხმები (მკვეთრი ან ბუნდოვანი), მუსიკა, ხმაური.

მწვავე ფორმის შიზოფრენიის დროს კი პაციენტს ესმის ხმა და ეს ხმა მისთვის იმდენად რეალურია, რომ იჯერებს თითქოს ვიღაც (ერთგვარი სპეციალური ხმა) ნამდვილად ესაუბრება.

სმენითი ჰალუცინაციის დროს ადამიანს შესაძლოა ესმოდეს:

  •  ერთგვარი ხმოვანი სიგნალები;
  •  ხმამაღალი ხმა;
  •  ნებისმიერი შემთხვევითი ხმა;
  •  გაურკვეველი ხმა;
  •  დარტყმა, დაკვრა, გასკდომა და სხვა.

შფოთვის გამო ადამიანს შესაძლოა მოეჩვენოს რომ "რაღაც ესმის".

როგორც უკვე მოგახსენეთ, სმენითი ჰალუცინაციის მაგალითები კომპლექსურია, მაგალითად, შესაძლოა გქონდეთ შეგრძნება თითქოს ვიღაცამ სახელი დაიძახა ან ტკაცუნი გაიგონეთ და სხვა.

გაითვალისწინეთ, ზოგიერთი ხმა შესაძლოა დაკავშირებული იყოს სხვა შფოთვით სიმპტომებთანაც, მაგალითად, შუა ყურზე არსებულ სტრესთან.

რასაკვირველია, შფოთვის დონის დაქვეითებასთან ერთად, ხმები და სხვა სიმპტომები ლაგდება.

როგორ მივხვდეთ, რომ მდგომარეობის მართვა (ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ) შეგვიძლია?

თავისთავად სმენითი ჰალუცინაცია უსიამოვნო შეგრძნებაა და ადამიანს ეშინია ვაითუ ჩემი ფსიქიკური ჯანმრთელობა მყარი აღარ არისო. მწვავე მდგომარეობა რომ არ გაქვთ პირველ რიგში ადასტურებს სწორედ ეს შეკითხვა, ანუ თქვენ რეალობის დანახვა შეგიძლიათ, ხვდებით ჰალუცინაცია გქონდათ, ანუ აცნობიერებთ, რომ ეს რაღაც რეალური არ არის.

სამწუხაროდ, მწვავე მენტალური დაავადებების დროს პაციენტები რეალურ სამყაროსთან კონტაქტის უნარს კარგავენ და ხშირად ვერც კი აცნობიერებენ ჰალუცინაცია რომ არის, რასაც ხედავენ და ესმით მათ მიერ რეალურ მდგომარეობად აღიქმება.

წყარო:

https://www.calmclinic.com/anxiety/symptoms/auditory-hallucinations