რა არის დემოდეკოზი?

რა არის დემოდეკოზი?

რა უნდა იცოდეთ ტკიპაზე?

დემოდეკოზი კანის დაავადებაა, რომელსაც იწვევს მიკროსკოპული ტკიპა სახელწოდებით Demodex folliculorum.

ტკიპა ბუდობს ადამიანის კანის თმის ფოლიკულებში და მკვდარი კანის უჯრედებით იკვებება. როდესაც ორგანიზმი სუსტდება, პარაზიტი კანის ღრმა ფენებში იჭრება - სწორედ ამ დროს ჩნდება ანთებითი პროცესი.

Demodex folliculorum-ს თავად ვერ შენიშნავთ - დიაგნოსტირებისთვის აუცილებელია მიკროსკოპული გამოკვლევა.

ტკიპის კანში შეღწევის შემდეგ პაციენტები უჩივიან გარკვეულ სიმპტომებს.

შესამჩნევი ნიშნებია:

  •  აქერცლილი კანი;
  •  კანის ქავილი;
  •  სიწითლე;
  •  მომატებული მგრძნობელობა კანზე;
  •  წვის შეგრძნება;
  •  შეხებისას კანის ზედაპირი უსწორმასწორო გეჩვენებათ;
  •  ეგზემა.

მცირე რაოდენობის ტკიპების შემთხვევაში სიმპტომები არ ჩნდება. აღნიშნული ტკიპის ადამიანის კანში არსებობა ბუნებრივი პროცესია. რასაკვირველია, შესაძლოა გავრცელდეს კონტაქტითაც - ანუ გადაგედოთ იმ ადამიანისგან, რომელსაც უკვე აქვს Demodex folliculorum.

ამ ტიპის ტკიპა შესაძლოა გაჩნდეს თქვენს კანზე გარკვეული ფონის გამო, ანუ ხელშემწყობი რისკ-ფაქტორებია:

  •  სუსტი იმუნური სისტემა;
  •  დერმატიტი;
  •  კანის ინფექციები;
  •  ალოპეცია;
  •  აკნე (განსაკუთრებით ანთებითი ტიპის);
  •  როზაცეა.

წყარო
https://www.healthline.com/health/demodex-folliculorum#risk-factors