ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე 17 აპრილის სტატისტიკა გამოქვეყნდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გლობალურად კორონავირუსით ინფიცირების 82 967 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამავე დროის პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით დაიღუპა 8 493 ადამიანი.
ბოლო 24 საათში ევროპის რეგიონში გამოვლინდა ინფიცირების 37 778 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 4 163 პაციენტი, ამერიკის რეგიონში გამოვლინდა დაინფიცირების 36 486 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 2 783 ადამიანის სიცოცხლე, წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონში დაინფიცირდა 2 024 და დაიღუპა 1 319, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ რეგიონში 4 392 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 130 გარდაიცვალა, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში დაინფიცირდა 1 770 და დაიღუპა 61 ადამიანი, აფრიკის რეგიონში დაინფიცირდა 517 ადამიანი და დაიღუპა 36.
კორონავირუსი 150-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული.
წყარო: