კანკალის შეგრძნება, როცა არ გაქვთ სიცხე

კანკალის შეგრძნება, როცა არ გაქვთ სიცხე

კანკალი არის შეგრძნება, რომელიც სიცივის დროს გვეუფლება.

როგორც წესი, კანკალი ჩნდება სიცხესთან ერთად და ამ სიმპტომების

ერთობლიობა მიგვანიშნებს, რომ სხეულის ტემპერატურა ნორმაზე მაღალია. თუმცა რა ხდება მაშინ, როდესაც გვაკანკალებს, მაგრამ სიცხე არ გვაქვს?

უსიცხო კანკალის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია:

  •  სიცივე, ცივი ამინდი;
  •  ჰიპოთირეოზი (კანკალს თან ერთვის დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები);
  •  ინფექცია (კანკალს თან ერთვის დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები);
  •  ინტენსიური ვარჯიში, ფიზიკური აქტივობა ცივ გარემოში;
  •  ანემია (კანკალს თან ერთვის დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები);
  •  გარეთ ცივი ტემპერატურაა და თბილად არ ხართ შემოსილი.

როდის მივმართოთ ექიმს?

ცივი ამინდის გამო განვითარებული კანკალი საშიში არ არის და ორგანიზმის ბუნებრივი რეაქციაა.

ექიმთან მისვლა არც მაშინაა სავალდებულო თუ მსუბუქი სიცხე გაქვთ, შესაბამისი სიმპტომებით.

თუ სიცივეს სისტემატურად გრძნობთ და მაშინაც კი, როდესაც თბილ გარემოში იმყოფებით და ამავდროულად ადეკვატურად ხართ შემოსილი, ამასთან, გაწუხებთ სხვა სიმპტომებიც, სავარაუდოდ, ჯანმრთელობის პრობლემა გაქვთ და აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.

წყარო:
https://www.medicalnewstoday.com/articles/324864#_noHeaderPrefixedContent