ბავშვობის ამნეზია - რატომ არ გვახსოვს 3 წლამდე  პერიოდი?

ბავშვობის ამნეზია - რატომ არ გვახსოვს 3 წლამდე პერიოდი?

ზრდასრულთა უმეტესობას არ ახსოვს ცხოვრება მესამე დაბადების დღემდე.

ამ მდგომარეობას ბავშვობის ამნეზია ეწოდება.

შეიძლება რომელიმე თქვენგანს ახსოვს გარკვეული სიუჟეტი, რაც ჩვილ ასაკს უკავშირდება, თუმცა ზუსტად ვერავინ გეტყვით ეს ნამდვილად თქვენი შემორჩენილი რეალური მოგონებაა თუ ხელოვნურად შექმნილი, მაგალითად, ფოტოსურათიდან აგებული კადრი ან მშობლების მონათხრობი.

ბავშვობის ამნეზია ბუნებრივია - ცხოვრების პირველი წლების მოგონებებს ბევრი ადამიანი ივიწყებს. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, პატარებს შეუძლიათ დამახსოვრება, თუმცა მოგონებები ძალიან სწრაფად იშლება.

ცნობილია, რომ შემეცნებითი მეხსიერება, ცნობიერება ვითარდება 3 წლის ასაკიდან, ხოლო უფრო ადრეულ ასაკში გაცილებით დომინანტურია სენსორულ- ემოციური გამოცდილება.

ფსიქოლოგები განმარტავენ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში პატარა ადამიანის სათანადო ზრდა-განვითარებისთვის მყუდრო გარემო, ოჯახური სითბო და თუნდაც 2 წლის ასაკის ბავშვის გასართობ ცენტრში წაყვანა აუცილებელია, მიუხედავად იმისა, რომ მას ზრდასრულ ასაკში ამ მოვლენიდან ბევრი არაფერი ემახსოვრება.

"გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია. ბავშვმა გარემო უნდა შეიგრძნოს, შეისწავლოს! ჩვილები ადრეულ წლებში ყველაზე მეტს სწავლობენ, შესაბამისად, ვითარდებიან" - აცხადებენ მეცნიერები.

წყარო:
https://www.parents.com/kids/development/childhood-amnesia-heres-why-your-
child-cant-remember-being-a-baby/