ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე 16 აპრილის სტატისტიკა გამოქვეყნდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გლობალურად კორონავირუსით ინფიცირების 76 647 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამავე დროის პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით დაიღუპა 7 875 ადამიანი.
ბოლო 24 საათში ევროპის რეგიონში გამოვლინდა ინფიცირების 35 497 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 4 710 პაციენტი, ამერიკის რეგიონში გამოვლინდა დაინფიცირების 33 760 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 2 909 ადამიანის სიცოცხლე, წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონში დაინფიცირდა 1 367 და დაიღუპა 38, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ რეგიონში 4 043 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 137 გარდაიცვალა, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში დაინფიცირდა 1 503 და დაიღუპა 54 ადამიანი, აფრიკის რეგიონში დაინფიცირდა 477 ადამიანი და დაიღუპა 27.
კორონავირუსი 150-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული.
წყარო: