რა უნდა იცოდეთ გამომწვევი მიზეზების შესახებ და როდის უნდა მიმართოთ ექიმს?
ნორმალურ მდგომარეობაში პირის ღრუში მოტკბო გემო ჩნდება მას შემდეგ, როდესაც შაქრის შემცველ საკვებს თუ სასმელს მიიღებთ, მაგალითად, ტკბილი არომატი ნორმალურია წვენის, ნაყინის, ხილის, თაფლის თუ სხვა მსგავსი ტიპის პროდუქტის გამო.
თუმცა თუ ტკბილ გემოს მაშინაც კი გრძნობთ, როცა შაქრიანი საკვები არ გიჭამიათ, სავარაუდოდ, ორგანიზმი პათოლოგიურ პროცესზე მიგანიშნებთ.
პირის ღრუში ტკბილი გემოს შესაძლო გამომწვევი მიზეზებია:
- მეტაბოლური პრობლემები;
- ნევროლოგიური პრობლემები;
- ვირუსი, რომელიც ყნოსვის შეგრძნებას აქვეითებს;
- ცხვირის, ყელის ინფექციები;
- გასტროეზოფაგური რეფლუქსი;
- ფილტვის წვრილუჯრედოვანი კარცინომა.
აღსანიშნავია, რომ ორსულობის ადრეულ ეტაპზე ბევრი ქალი უჩივის უჩვეულო გემოს პირის ღრუში. ზოგიერთი ორსული გრძნობს ტკბილ გემოს, ზოგიერთი კი მეტალის.
თუ იშვიათად გრძნობთ სიტკბოს პირის ღრუში ან ეს გემო ჩნდება შაქრიანი სასმელის, საკვების მიღების ფონზე, საშიში არაფერია. თუ ტკბილი გემო რეგულარულად გაქვთ, დიდი ალბათობით რომელიმე მდგომარეობის სიმპტომია, შესაბამისად, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
წყარო:
https://www.healthline.com/health/sweet-taste-in-mouth#diagnosis