ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე 15 აპრილის სტატისტიკა გამოქვეყნდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გლობალურად კორონავირუსით ინფიცირების 70 082 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამავე დროის პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით დაიღუპა 5 989 ადამიანი.
ბოლო 24 საათში ევროპის რეგიონში გამოვლინდა ინფიცირების 34 324 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 3 895 პაციენტი, ამერიკის რეგიონში გამოვლინდა დაინფიცირების 28 404 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 1 785 ადამიანის სიცოცხლე, წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონში დაინფიცირდა 1 399 და დაიღუპა 40, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ რეგიონში 3 751 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 140 გარდაიცვალა, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში დაინფიცირდა 1 624 და დაიღუპა 107 ადამიანი, აფრიკის რეგიონში დაინფიცირდა 580 ადამიანი და დაიღუპა 22.
კორონავირუსი 150-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული.
წყარო: