15 აპრილი - რა უნდა იცოდეთ კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკის შესახებ?

15 აპრილი - რა უნდა იცოდეთ კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკის შესახებ?

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე 15 აპრილის სტატისტიკა გამოქვეყნდა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში გლობალურად კორონავირუსით ინფიცირების 70 082 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამავე დროის პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით დაიღუპა 5 989 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ევროპის რეგიონში გამოვლინდა ინფიცირების 34 324 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 3 895 პაციენტი, ამერიკის რეგიონში გამოვლინდა დაინფიცირების 28 404 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 1 785 ადამიანის სიცოცხლე, წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონში დაინფიცირდა 1 399 და დაიღუპა 40, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ რეგიონში 3 751 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 140 გარდაიცვალა, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში დაინფიცირდა 1 624 და დაიღუპა 107 ადამიანი, აფრიკის რეგიონში დაინფიცირდა 580 ადამიანი და დაიღუპა 22.

კორონავირუსი 150-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული.

 

წყარო:

https://www.who.int/docs/default-source/coronaviruse/situation-reports/20200415-sitrep-86-covid-19.pdf?sfvrsn=c615ea20_6