რა არის გენიტალური ჰერპესი?
გენიტალური ჰერპესი სქესობრივი გზით გადამდები ინფექციაა.
ინფექციას იწვევს ჰერპეს სიმპლექს ვირუსი.
ინტიმური კავშირი დაავადების გავრცელების ძირითადი გზაა.
ინფიცირების შემდეგ ვირუსი ორგანიზმში მთვლემარე მდგომარეობაშია და წელიწადში რამდენჯერმე აქტიურდება. გენიტალური ჰერპესი შესაძლოა გამოვლინდეს როგორც სიმპტომებით, ისე უსიმპტომოდ.
ინფიცირების შემთხვევაში, უსიმპტომოდ მიმდინარეობის დროსაც კი, პაციენტი გადამდებია.
გენიტალური ჰერპესის სრულად განკურნების მეთოდი არ არსებობს, თუმცა მედიკამენტებით სიმპტომების შემსუბუქება და სხვების დაინფიცირების რისკის შემცირებაა შესაძლებელი.
ინფიცირებულთა უმეტესობამ არც კი იცის ვირუსი რომ აქვს, რადგან შემაწუხებელი ნიშნები არ ჩნდება.
სიმპტომები შესაძლოა გამოვლინდეს ვირუსის შეჭრიდან 2-დან 12 დღის განმავლობაში.
გენიტალური ჰერპესის ნიშნებია:
- ტკივილი ან ქავილი;
- პატარა წითელი ამობურცულობები ან თეთრი ბებერები;
- წყლულები;
- ფუფხი;
- საწყის ეტაპზე შესაძლოა განგივითარდეთ გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომები.
გართულებული კლინიკური შემთხვევა
გენიტალურ ჰერპესთან დაკავშირებული შესაძლო გართულებებია:
- სქესობრივი გზით გადამდები სხვა ინფექციები;
- ახალშობილთა ინფექციები;
- შარდის ბუშტის პრობლემები;
- მენინგიტი;
- რექტალური ანთება.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/genital-herpes/symptoms-
causes/syc-20356161