რა არის პირველადი იმუნოდეფიციტი?
პირველადი იმუნოდეფიციტი ასევე ცნობილია პირველადი იმუნოდეფიციტური დაავადებების სახელწოდებით. ეს არის პათოლოგიური პროცესი, რომელიც ასუსტებს იმუნურ სისტემას და შედეგად ორგანიზმში ადვილად ვრცელდება ინფექცია, ჩნდება ჯანმრთელობის რიგი პრობლემები. ეს დიაგნოზი ნიშნავს იმას, რომ ბევრ ადამიანს დაბადებისთანავე აქვს დასუსტებული იმუნიტეტი, ანუ სხვებთან შედარებით ნაკლებადაა დაცული ვირუსების მიმართ (ორგანიზმში ინფექციის გამომწვევი ბაქტერია თუ მიკრობი ადვილად აღწევს).
ცნობისათვის, პირველადი იმუნოდეფიციტის ზოგიერთი ფორმა იმდენად მსუბუქი მიმდინარეობით ხასიათდება შეუმჩნეველი რჩება წლების განმავლობაში, თუმცა ზოგიერთი ტიპი იმდენად მწვავეა, რომ თვალსაჩინოა ჩვილის დაბადებისთანავე.
მკურნალობის ძირითადი მიზანია სხვადასხვა მეთოდით იმუნური სისტემის გაძლიერება. დღემდე მიმდინარეობს სამეცნიერო კვლევა - მეცნიერები ცდილობენ კიდევ უფრო გაუუმჯობესონ ცხოვრების ხარისხი ამ მდგომარეობის მქონე პაციენტებს.
სიმპტომები
პირველადი იმუნოდეფიციტის ყველაზე გავრცელებული ნიშანი ინფექციებით ხშირი ავადობაა.
როგორც წესი, დიაგნოზის მქონე პირს ხშირად აქვს ინფექცია, ჩვეულზე დიდი ხნის განმავლობაში ავადობს, რთულად ექვემდებარება მკურნალობას.
პირველადი იმუნოდეფიციტის სიმპტომებია:
- პნევმონიით, ბრონქიტით, სინუსური თუ ყურის, კანის ინფექციით, მენინგიტით ხშირი ავადობა;
- შინაგანი ორგანოების ანთება და ინფექცია;
- სისხლის დაავადებები;
- საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები;
- ზრდა-განვითარების შეფერხება;
- ავტოიმუნური დაავადებები.
პირველადი იმუნოდეფიციტური დაავადებების დიდი ნაწილი მემკვიდრულია, შვილს გადაეცემა ან ერთი, ან ორივე მშობლისგან.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/primary-immunodeficiency/symptoms-
causes/syc-20376905