დიაბეტი, დიაბეტი ტიპი 2, გესტაციური დიაბეტი,  პრედიაბეტი

დიაბეტი, დიაბეტი ტიპი 2, გესტაციური დიაბეტი, პრედიაბეტი

რა არის დიაბეტი?

შაქრიანი დიაბეტი არის დაავადებების ჯგუფი, რომელიც გავლენას ახდენს იმაზე თუ როგორ იყენებს ორგანიზმი სისხლის შაქარს (გლუკოზა). გლუკოზა აუცილებელია ჯანმრთელობისთვის, წარმოადგენს ენერგიის წყაროს ტვინისთვის, კუნთებისთვის, უჯრედებისთვის, ქსოვილებისთვის.

მნიშვნელობა არ აქვს თუ რომელი ფორმის დიაბეტია, ამ დიაგნოზის დროს სისხლში ჭარბი რაოდენობით შაქარია, დარღვეულია ორგანიზმის მიერ გლუკოზის მეტაბოლიზმი. ზედმეტი შაქარი სერიოზული პათოლოგიების ჩამოყალიბების რისკ-ფაქტორია.

დიაბეტის სიმპტომებია:

  •  გაძლიერებული წყურვილის გრძნობა;
  •  ხშირი შარდვა;
  •  ძლიერი შიმშილის გრძნობა;
  •  უმიზეზო (აუხსნელი) წონის კლება;
  •  კეტონები შარდში;
  •  დაღლილობა;
  •  გაღიზიანება;
  •  ბუნდოვანი მხედველობა;
  •  შეამჩნევთ, რომ გვიან ან ნელა გიხორცდებათ ჭრილობები, დაზიანებები;
  •  ხშირად ავადობთ ინფექციებით.

დიაბეტი ტიპი 1 შესაძლოა ჩამოყალიბდეს ნებისმიერ ასაკში, თუმცა ყველაზე ხშირად ჩნდება ბავშვობაში ან მოზარდობის პერიოდში. დიაბეტი ტიპი 2, ყველაზე გავრცელებული ფორმა, ვლინდება ნებისმიერ ასაკში, თუმცა განსაკუთრებით ხშირად ავადობენ 40 წელს გადაცილებული პირები.

გამომწვევი მიზეზი

დიაბეტი ტიპი 1 და გამომწვევი მიზეზი

ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია.

ცნობილია, რომ იმუნიტეტი, რომელიც ნორმალურ მდგომარეობაში მავნებელ ბაქტერიებს თუ ვირუსებს უნდა ებრძოდეს, შეცდომით თავს ესხმის, ვნებს პანკრეასში მდებარე ინსულინის გამომამუშავებელ უჯრედებს. შედეგად ორგანიზმში აღარ რჩება ინსულინი ან ძალიან მცირე რაოდენობა ნარჩუნდება. იმის ნაცვლად უჯრედებში ტრანსპორტირდეს, შაქარი სისხლძარღვებში გროვდება.

მეცნიერთა აზრით, პირველი ტიპის დიაბეტის ჩამოყალიბებაში მონაწილეობს გენეტიკური და გარემო ფაქტორების კომბინაცია.

პრედიაბეტი და დიაბეტი ტიპი 2

პრედიაბეტის და მეორე ტიპის დიაბეტის დროს უჯრედები ხდება რეზისტენტული ინსულინის ფუნქციონირების მიმართ და პანკრეასი ვეღარ ახერხებს საკმარისი რაოდენობის ინსულინის გამომუშავებას.

დიაბეტი ტიპი ორის ჩამოყალიბების ერთ-ერთი სერიოზული ხელშემწყობი რისკ- ფაქტორი სიმსუქნეა. ამასთან, გასათვალისწინებელია გენეტიკური და გარემო ფაქტორები.

გესტაციური დიაბეტი და გამომწვევი მიზეზი

გესტაციური დიაბეტი ჩნდება ორსულობის დროს.

ორსულობისას პლაცენტა წარმოქმნის ორსულობის შემანარჩუნებელ ჰორმონებს. ეს ჰორმონები უჯრედებს ინსულინის მიმართ რეზისტენტულს ხდის.

ნორმალურ მდგომარეობაში რეზისტენტობა რომ დაძლიოს, პანკრეასი რეაგირებს და ზედმეტ ინსულინს გამოიმუშავებს. თუმცა ზოგჯერ ეს პროცესი ირღვევა, შედეგად გლუკოზა აღწევს უჯრედებში და ზედმეტად დიდი დროით რჩება სისხლში - საბოლოოდ გესტაციური დიაბეტიც ყალიბდება.

წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/diabetes/symptoms-causes/syc-
20371444