კორონავირუსი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალურ საფრთხედ გამოცხადდა.
მწვავე რესპირატორული სინდრომის მსგავსი დაავადება 180-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული.
მეცნიერები და მედიკოსები მსოფლიოს მასშტაბით ადამიანებს სოციალური დისტანციისკენ და სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ - სტატისტიკაც, სამწუხაროდ, საგანგაშოა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ინფიცირებულია 1 600 000-ზე მეტი ადამიანი, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, ვირუსისგან უკვე გამოჯანმრთელდა 465 000-ზე მეტი პაციენტი.
ამ ფონზე მსოფლიოში სულ რამდენიმე ქვეყანა დარჩა, სადაც კორონავირუსი ჯერჯერობით ოფიციალურად არ დაფიქსირებულა. ამ ქვეყნების დიდი ნაწილი ოკეანეთის პატარა კუნძულოვანი სახელმწიფოებია.
ძვირფასო მკითხველო, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მსოფლიოში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე სიტუაცია შეიძლება ნებისმიერ წუთს შეიცვალოს და ეს სიაც შესაბამისად, გადაიხედოს.
ამ წუთის მონაცემებით, კორონავირუსი ოფიციალურად არ ფიქსირდება:
- კომორის კუნძულებზე (კომორის კუნძულების კავშირი);
- კირიბატში;
- ლესოთოში;
- მარშალის კუნძულებზე;
- მიკრონეზიაში;
- ნაურუში;
- პალაუში;
- ჩრდილოეთ კორეაში;
- სამოაში;
- სან-ტომე და პრინსიპიში;
- სოლომონის კუნძულებზე;
- ტაჯიკეთში;
- ტონგაში;
- თურქმენეთში;
- ტუვალუში;
- ვანუატუში.
წყარო:
https://www.aljazeera.com/news/2020/04/countries-reported-coronavirus-cases-200412093314762.html