ჩვენი ორგანიზაცია უკრაინელ ხალხს სამედიცინო კომპანიების მეშვეობით მედიკამენტებითა და პირველადი საჭიროების ნივთებით მოამარაგებს

ჩვენი ორგანიზაცია უკრაინელ ხალხს სამედიცინო კომპანიების მეშვეობით მედიკამენტებითა და პირველადი საჭიროების ნივთებით მოამარაგებს

ნებისმიერ მსურველს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ჰუმანიტარულ აქციაში.

სლავა უკრაინე!

ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრი უკრაინის მოქალაქეების დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთის მობილიზებას უზრუნველყოფს.

ჩვენი ორგანიზაცია პარტნიორი სამედიცინო ტურიზმის კომპანიების მეშვეობით, უკრაინის მოსახლეობას მედიკამენტებით, პირველადი სამედიცინო დახმარებისთვის აუცილებელი ყველა საჭირო ნივთითა და პროდუქტით მოამარაგებს.

პარტნიორი სამედიცინო ტურიზმის კომპანიები ჰუმანიტარული ნივთების საჭიროების მიხედვით გადანაწილებაში დაგვეხმარება.

ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით, ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრმა მედიკამენტების, არაფუჭებადი პროდუქტების, ჰიგიენური საშუალებების, ტანსაცმლის, პირველადი მოხმარების საყოფაცხოვრებო ნივთების შეგროვება დაიწყო.

თუ გსურთ მონაწილეობა მიიღოთ ჰუმანიტარულ აქციაში, გთხოვთ, მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე თბილისი, ჭავჭავაძის N37, კორპუსი 3ა ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 595 38 00 38.