რა არის ტვინის შერყევა?
ტვინის შერყევა თავის ტვინის ტრავმული დაზიანებაა, რომელიც აქვეითებს აღნიშნული ორგანოს ფუნქციებს.
შერყევით გამოწვეული ეფექტი, ძირითადად, დროებითია, თუმცა ვლინდება არაერთი უსიამოვნო სიმპტომით.
როგორც წესი, შერყევის მიზეზი თავის არეში მიღებული ტრავმა, დარტყმა, დაზიანებაა. ტვინის შერყევის ყველაზე გავრცელებული ხელშემწყობი ფაქტორია დაცემა. ამასთან, შერყევა ხშირია კონტაქტურ სპორტში.
ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში ტვინის შერყევა იწვევს ცნობიერების დაკარგვას.
სიმპტომები
ტვინის შერყევის სიმპტომები შესაძლოა შეუმჩნევლად მიმდინარეობდეს და ტრავმის მიღებისთანავე არ გამოვლინდეს. სავსებით შესაძლებელია სიმპტომები გრძელდებოდეს რამდენიმე დღის, კვირის და გაცილებით მეტი დროის განმავლობაშიც კი.
ტვინის შერყევის ფიზიკური ნიშნებია:
- თავის ტკივილი;
- ყურებში რეკვის, წკრიალის ხმა;
- გულისრევა;
- ღებინება;
- დაღლილობა ან ძილიანობა;
- ბუნდოვანი მხედველობა.
შესაძლოა გამოვლინდეს სხვა სიმპტომებიც, მაგალითად:
- დაბნეულობა;
- ამნეზია;
- თავბრუსხვევა;
- თითქოს ვარსკვლავებს ხედავთ.
პაციენტს კარგად დააკვირდით, გარშემომყოფებმა შესაძლოა შენიშნოთ შემდეგი ნიშნები:
- გონების, ცნობიერების დროებითი დაკარგვა;
- გაურკვეველი საუბარი;
- შეკითხვაზე დაგვიანებული რეაქცია, პასუხი;
- განცვიფრებული იერი;
- გულმავიწყობა;
- კონცენტრაციისა და მეხსიერების პრობლემები;
- გაღიზიანება;
- ხმაურსა და სინათლეზე მომატებული მგრძნობელობა;
- ძილის დარღვევა;
- გემოსა და ყნოსვის შეგრძნების შეცვლა;
- დეპრესია.
სიმპტომები ბავშვებში
თავის ტრავმა ძალიან ხშირია ბავშვებში. სამწუხაროდ, მშობლებს ხშირად უჭირთ ჩვილებსა და ბავშვებში შერყევისთვის დამახასიათებელი სიმპტომების ამოცნობა, რადგან პატარა ადამიანებს არ შეუძლიათ საკუთარი შეგრძნებების გამოხატვა.
ბავშვებში ვლინდება შემდეგი ნიშნები:
- გაოცებული იერი;
- ადვილად იღლება;
- გაღიზიანება;
- ბალანსის დაკარგვა;
- ზედმეტად ბევრს ტირის;
- შეიცვალა, დაირღვა მისი ძილის ან კვების რეჟიმი;
- პატარამ დაკარგა ინტერესი საყვარელი სათამაშოების მიმართ;
- ღებინება.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/concussion/symptoms-causes/syc-
20355594