საფენის გამონაყარი - თუ ჩვილის საფენქვეშა არეში კანის  სიწითლე და გამონაყარი შენიშნეთ

საფენის გამონაყარი - თუ ჩვილის საფენქვეშა არეში კანის სიწითლე და გამონაყარი შენიშნეთ

რას ნიშნავს საფენის გამონაყარი?

ბავშვებში საფენისთვის განკუთვნილ არეში გამონაყარი ხშირია და იგი კანის ანთების (დერმატიტი) ყველაზე გავრცელებული ფორმაა.

კანის მგრძნობელობა, ხახუნი, სისველე ხელშემწყობი ფაქტორებია. კანი ასევე ღიზიანდება მაშინ, როდესაც ბავშვს ხშირად არ უცვლით საფენს, სველი პამპერსი რეკომენდებულზე მეტი დროით რჩება კანთან კონტაქტში.

საფენის გამონაყარი ყველაზე ხშირად ბავშვებში გვხვდება, თუმცა მისგან არც ზრდასრულები არიან დაზღვეულნი (ზრდასრული ადამიანი, რომელიც სხვადასხვა მიზეზის გამო საფენით სარგებლობს).

სიმპტომებმა შესაძლოა შეაშინოს მშობლები და დისკომფორტი შეუქმნას პატარა ადამიანს, თუმცა საფენის გამონაყარი კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში საშიში არაა, ეფექტურად ექვემდებარება მკურნალობას სახლის პირობებში.

სიმპტომები

საფენისთვის განკუთვნილ არეში შენიშნავთ წითელ, მტკივნეულ ლაქებს. ამასთან, შესამჩნევია პატარა ადამიანის ჭირვეულობა, მაგალითად, ბავშვი კომფორტულად არ გრძნობს თავს, როდესაც საფენს უცვლით, ტირის თუ გამონაყარს ეხებით და სხვა.

როდის მივმართოთ ექიმს?

თუ სახლში მკურნალობის მიუხედავად მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, აუცილებლად დაუკავშირდით ექიმს.

მიმართეთ ექიმს შემდეგი სიმპტომების დროს:

  •  გამონაყარი არის მწვავე ან უჩვეულო;
  •  მკურნალობის მიუხედავად მდგომარეობა არ გაუმჯობესდა და უფრო მეტიც, გამონაყარი გამწვავდა;
  •  მუწუკიდან შენიშნეთ სისხლი, სითხე;
  •  პატარას აწუხებს ქავილი;
  •  კუჭის მოქმედებას ან შარდვას თან ახლავს წვა და ტკივილი;
  •  გამონაყარს თან ახლავს სიცხე.

გამომწვევი მიზეზი


გასათვალისწინებელია არაერთი ხელშემწყობი ფაქტორი.

საფენის გამონაყარი შესაძლოა ჩამოყალიბდეს შემდეგი ფაქტორების გამო:

  •  გაღიზიანება განავლის ან შარდის გამო;
  •  ხახუნი;
  •  შესაძლოა შეიძინეთ სხვა ტიპის საფენი და მის გამო განვითარდა რეაქცია;
  •  ბაქტერიული ან სოკოვანი ინფექცია;
  •  მგრძნობიარე კანი;
  •  ანტიბიოტიკები და სხვა.

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/diaper-rash/symptoms-causes/syc-
20371636